კახა კალაძე - უკანონო მშენებლობებს არ დავუშვებთ!

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალქში უკანონო მიშენებებსა და მშენებლობებს არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უკანონო მშენებლობები სისხლის სამართლის დანაშაული გახდა და ასეთ ფაქტს მერიის მხრიდან ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„უკანონო მიშენებებსა და მშენებლოებს ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. იყო გარკვეული მცდელობები, თუმცა ამაზე ყოველთვის ხდება რეაგირება. კანონმდებლობა შეიცვალა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად, ამას ყოველთვის რეაგირება მოჰყვება. ეს იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ეს მიმართულება შევაჩეროთ. ჯარიმები გავზარდეთ, რეგულაციები გავამკაცრეთ, მაგრამ არ უშველა, ვერ შევაჩერეთ ეს ყველაფერი, მაინც ხდებოდა უკანონო მშენებლობები, თუმცა, მგონია, რომ სისხლის სამართლებრივი დანაშაული მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქში ეს ყველაფერი შევაჩეროთ“,-განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა