თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს 10:00-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სიმონიანთხევი, თოლენჯი, ბალებისხევი, მელიასხევი, ევჟენტი, ბოკონი, ხევსურთსოფელი, კვირიისხევი და მიმდებარე სოფლებში, 14:00-დან 15:00 საათამდე - სოფლებში ღულელები, საყდრიონი, ნადოკრა, ალოტი, ჩეკურაანთგორი, ცალუღელაანთკარი, ბოკონი, გუდანელები და მიმდებარე სოფლებში.

10 მაისს, 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ მომხმარებლებს ზაჰესში კასკადის, გოჩა ცქიტიშვილის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე