11 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს მოუსმენენ.
აზარაშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიდის, რაც დღის წესრიგში უკვე ასახულია.
ჯანდაცვის მინისტრი გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.