საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 24 მაისამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობდა, მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

სხდომა მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთ ბრალდებაზე მიმდინარეობდა, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას ეხება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი პროცესს არ დასწრებია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სხდომათა დარბაზში წარადგინეს მიხეილ სააკაშვილის წერილი, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ადვოკატებს წარედგინათ შუამდგომლობები, მაგრამ უშუალოდ მტკიცებულებების განხილვა სხდომაზე არ მომხდარიყო. ამავდროულად, მოსამართლემ წარადგინა პენიტენციური დაწესებულების დოკუმენტი, სადაც მისივე თქმით, სააკაშვილი ხელმოწერით ადასტურებდა იმას, რომ დღევანდელი სხდომა გამართულიყო. ამის პარალელურად დაცვის მხარემ სხდომაზე შესვენება მოითხოვა. საბოლოო ჯამში სასამართლოსა და დაცვის მხარეს შორის ამ დოკუმენტებთან მიმართებით თანხმობა ვერ შედგა, რა დროსაც მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სხდომა 24 მაისს ჩანიშნა.

როგორც პროცესის გადადების შემდეგ, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ ემოციური გადაწყვეტილება მიიღო.

„დაცვის მხარემ სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც სასამართლოს სთხოვა დაევალებინა პენიტენციური სამსახურისთვის, რომ დაწესებულების ტერიტორიაზე ექსპერტები დაეშვა. მოსამართლემ ექსპერტთან გასაუბრება მოითხოვა. ხაზგასასმელია ის, რომ ჩვენ ყველა სხდომაზე არაერთხელ გვქონია შუამდგომლობა, რომ სასამართლოს მოესმინა ექსპერტებისთვის შუამდგომლობის დასაბუთების მიზნით და არცერთ ეტაპზე სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დღეს, სასამართლომ თავად მოითხოვა ექსპერტთან გასაუბრება. ჩვენ ეს ექსპერტს შევატყობინეთ, რომელიც მზად იყო მოსულიყო სასამართლო პროცესზე და მიეცა განმარტებები სასამართლოსთვის. ექსპერტი 10 წუთში მოვიდოდა. თუმცა, ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა უფლებამოსილება და ინსტრუქცია მიხეილ სააკაშვილისგან, რომ გადავსულიყავით მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე მისი დასწრების გარეშე, ამიტომ სასამართლოს ვთხოვეთ დავლოდებოდით ამ ექსპერტის გასაუბრებას, რათა გადაგვეწყვიტა შუამდგომლობა, პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტიზის დაშვების საკითხი, რის მერეც უნდა გვემსჯელა სხდომის გაგრძელება - გადადებაზე.

სასამართლომ სამწუხაროდ, ვფიქრობ, მიიღო ემოციური გადაწყვეტილება და საერთოდ გააუქმა ექსპერტთან გასაუბრება და გადადო სხდომა 24 მაისამდე. დაცვის მხარეს მიაჩნია, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და ემოციური“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი