მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე - მოთხოვნების დაყენება ამორალურია - ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი დაანებოს!

მოთხოვნების დაყენება ამორალურია განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელიც სისტემას ედგა სათავეში, რომელი სისტემის პირობებშიც არა თუ მსგავსი უფლებები, არამედ სიცოცხლის უფლება ჰქონდათ ადამიანებს და პატიმრებს წართმეული - ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი უნდა დაანებოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ავტორობით, პატიმრებს თუ რაღაც არ მოეწონებოდათ, აუპატიურებდნენ და კლავდნენ.

„სისტემის პირობებში არა თუ მოთხოვნას აყენებდა პატიმარი, არამედ უბრალოდ ზედმეტი სიტყვის ფასი შეიძლება მისი სიცოცხლე ყოფილიყო. ახლა ამ სისტემის ავტორი კლინიკაში მისთვის ჯანდაცვის მომსახურების გაწევის მიზნით გადაყვანას რომ სთავაზობენ, იქიდან პირობებს აყენებს და ჩვენ, ამაზე მსჯელობის დროს ყველას გვავიწყდება, რომ მისი ავტორობით ამ ქვეყანაში პატიმრებს თუ რაღაც არ მოეწონებოდათ კლავდნენ, აუპატიურებდნენ, სცემდნენ, გონების დაკარგვამდე სცემდნენ და ამის ავტორი ახლა პირობებს აყენებს თუ გინდათ, რომ მიმკურნალოთ, მოდი ეს პირობები შემისრულეთო - ამორალურია. უბრალოდ ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი უნდა დაანებოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" გამოკვლევებისთვის გადასვლაზე თანხმობას გამოთქვამს, თუმცა რამდენიმე პირობით. მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, რომ მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ოჯახის წევრებს, პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ "ემპათიადან". ამასთან, მოითხოვს, რომ დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს. ასევე საუბრობს, რომ დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი "ემპათიის" ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით.

იხილეთ ვიდეო:მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე - მოთხოვნების დაყენება ამორალურია - ექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი დაანებოს!

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა