გია ვოლსკი სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე - რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ჩადენილი, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედო - მით უმეტეს, მისი სიცოცხლე არ უნდა დააყენო საფრთხის ქვეშ!

რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ჩადენილი, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედო - მით უმეტეს, მისი სიცოცხლე არ უნდა დააყენო საფრთხის ქვეშ! - აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკიმ აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ სააკაშვილს ყოველ დღე მოუწოდებდნენ, არ შეეწყვიტა შიმშილობა, ლეტალური შედეგიც რომ დამდგარიყო და ე.წ. მისია სიცოცხლის ფასად შეესრულებინა.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილის მიმართ ასეთ მოწოდებებს ინტენსიური ხასიათი ჰქონდა და გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებზე იყო ორიენტირებული.

„დღესაც იგივე სიტუაციაა - ვინც მართავს აქციებს, არც ერთისგან არ ისმის მოწოდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. ყველა იმას ამბობს, რომ მისი გაყვანა აუცილებელია, რადგან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შერყეულია იმის გამო, რომ თავი დამნაშავედ არ მიაჩნია. ეს არის ის, რისკენაც მოგვიწოდებენ. არც ერთი ექიმი იმის გარდა განცხადებას არ აკეთებს, რომ ეს ადამიანი “პოლიტიკური პატიმარია“ ისინი არც ინტერესდებიან, რა სახის მკურნალობას სთავაზობენ და ვერც იმას ახასიათებენ, ამ მკურნალობის ხარისხი საკმარისია თუ არა. ვერც იმ შედეგებს ახასიათებენ, მკურნალობაზე უარის თქმამ, რა შეიძლება მოიტანოს - ანუ სააკაშვილის მიმართ ბიძგი, რომ მან მკურნალობა არ მიიღოს, არის ინტენსიური და ზუსტად იმ სტრატეგიასა და პოლიტიკას იმეორებს, რაც მისი შიმშილობის დროს „ნაცმოძრაობას“ გააჩნდა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება დეპუტატების თავდებობის შუამდგომლობას, ვოლსკი ამ კონტექსტშიც აღნიშნავს, რომ მთავარი ამოცანა სააკაშვილის გაყვანაა, მისი ჯანმრთელობა კი არავის აინტერესებს.

„ჯანმრთელობის შერყევა ერთადერთ მექანიზმად აქვთ გამოყენებული, რომ მთავარი მისია შეასრულონ, როგორმე, სააკაშვილი საზღვარგარეთ გაიყვანონ იმის მიუხედავად, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ამის საფუძველი არ არსებობს. საფუძველი სამართლებრივადაც არ არსებობს, რადგან ფორმულა, რომ თავდებობა წარმოადგენს პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის საფუძველს, კანონმდებლობაში არ არსებობს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა