მარკ კარპენტერი - რამდენიმე ათასი უკრაინელი"  ე.წ. ფილტრაციის ცენტრებშია გაგზავნილი - რუსეთის ჯარები ამუშავებენ და კითხავენ  უკრაინის მოქალაქეებს, რათა ამოიცნონ  მთავრობასთან ან სამხედროებთან კავშირის მქონე პირები

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ს ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ ,,მინიმუმ რამდენიმე ათასი უკრაინელი" რუსეთში, ე.წ. ფილტრაციის ცენტრებშია გაგზავნილი. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

,,ამ ე.წ. ,,ფილტრაციის" პროცესის დროს, რუსეთის ჯარები ამუშავებენ და კითხავენ დაკავებულ უკრაინელ მოქალაქეებს, რათა ამოიცნონ უკრაინის მთავრობასთან ან სამხედროებთან კავშირის მქონე პირები, ასევე ,,პროუკრაინული" მსჯავრდებული პირები", - ნათქვამია კარპენტერის განცხადებაში.

კარპენტერის თქმით, მარიუპოლის მაცხოვრებლები თავშესაფრებიდან გამოასახლეს, აიძულეს ,,ფილტრაციის ბანაკებისკენ" მიმავალ ავტობუსებში ჩამსხდარიყვნენ ისე, რომ არ ეუბნებოდნენ სად მიდიოდნენ.

,,მრავალი თვითმხილველის ჩვენება მიუთითებს იმაზე, რომ ,,გაფილტვრა" ადამიანების ცემასა და წამებას გულისხმობს, რათა დადგინდეს, აქვთ თუ არა მათ მცირედი ერთგულება უკრაინის სახელმწიფოს მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა