ბექა დავითულიანი მელიას განცხადებაზე - პოლიტიკური „ჟონგლიორობის“ გამო, 2024 წლის არჩევნებშიც ისევ ისეთ ხმებს მიიღებენ, როგორც აქამდე იყო, ასე დასრულდება მათი პოლიტიკური აკრობატობა

არჩევნები 2024 წელს ჩატარდება და ამ არჩევნებშიც პოლიტიკური „ჟონგლიორობის“ გამო ისევ ისეთ ხმებს მიიღებენ, როგორც ეს აქამდე იყო, ასე დასრულდება მათი პოლიტიკური აკრობატობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

როგორც მან აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში "იმდენ ხმას მიიღებს, რასაც იმსახურებს, ანუ ცოტას და არა იმდენს, რომ ხელისუფლება შეცვალოს" .

"სამწუხაროდ, მათ ჰგონიათ, რომ ხალხის ნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებენ. ამ ნების ინსტრუმენტად განიხილავენ საერთაშორისო კოალიციური ბლოკის შექმნას, რომელიც იქნება მათი მხარდამჭერი და ხელისუფლების საწინააღმდეგო. ეს არასოდეს გამოსდით და ვერ ხვდებიან, რომ საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ მოიმხრო უცხოეთში ვიღავ თუნდავ შენი მეგობარი პოლიტიკოსი და იმის იმედი გქონდეს, ეს არის კოლონიალისტური აზროვნება, როცა ამომრჩეველს კი არ არწმუნებ, არამედ იმედი გაქვს უცხოელი პოლიტიკოსის, რომ ის სხვაგვარი ზეწოლით შეძლებს, გვერდი აუარონ ხალხის ნებას. უნდა გაიგონ, რომ დემოკრატია ასე არ მუშაობს,"- განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისათვის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს. კერძოდ, მელია ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით მოლდოვის არჩევნებში ხმა დიასპორის 300 000 -მა წარმომადგენელმა მისცა. მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნებში ხმა მხოლოდ 12 ათასმა ქართველმა ემიგრანტმა მისცა. "100 ათასი ემიგრანტი რომ მისულიყო არჩევნებზე, ეს ხელისუფლება არ იქნებოდა,"- განაცხადა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა