ილია დარჩიაშვილი - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და ამ გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ ვესაუბრე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, პოლონელ კოლეგას, ზბიგნევ რაუს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ მინისტრი „ტვიტერში“ წერს.

მისი ინფორმაციით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ორმხრივ თანამშრომლობასა და სხვა საკითხებზე ესაუბრა.

„პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზბიგნევ რაუს ტელეფონით ვესაუბრე. გავცვალეთ აზრები საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და ამ გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ასევე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე პოლონეთის ეუთო-ს პოლონეთის თავმჯდომარეობის საკითხი“, - წერს მინისტრი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა