დმიტრო კულებამ სანქციების მეექვსე პაკეტში ენერგორესურსებზე ემბარგოსთან დაკავშირებით მიმდინარე დებატებს „ევროკავშირის დრამა“ უწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სანქციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ორშაბათამდე მიაღწევენ. ამის შესახებ კულებამ გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების კოლეგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა.

„თუ ეს პაკეტი დამტკიცებული იქნება ნავთობსა და გაზზე ემბარგოს გარეშე, პუტინს შეუძლია იზეიმოს, რადგან ეს იქნება ომის დაწყებიდან პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ერთიანობა დარღვეული იქნება ერთი ქვეყნის - უნგრეთის პოზიციის გამო“,- განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კულებამ ევროპაში სანქციების მეექვსე პაკეტში ენერგორესურსებზე ემბარგოს შეყვანასთან დაკავშირებით მიმდინარე დებატებს „ევროკავშირის დრამა“ უწოდა.

როგორც მან აღნიშნა, უნგრეთის მხარის არგუმენტები არ არის დამაჯერებელი, მაგრამ განმარტა, რომ ოფიციალური კიევი ევროპის დისკუსიაში არ ერევა.

კულებამ იმედი გამოთქვა, რომ ეს დისკუსია სწრაფად დასრულდება და ევროკავშირი გააფრთხილა, რომ თუ სანქციების მეექვსე პაკეტის მიღება ვერ მოხდება ეს თავად ორგანიზაციას დააზიანებს.

„იქამდე, ვიდრე რუსეთი გაყიდის ნავთობსა და გაზს ევროკავშირში, მათი ჯიბეები ყოველთვის საკმარისად სავსე იქნება ომის გასაგრძელებლად“, - განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სანქციების ეფექტურობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ისინი მუშაობს, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა