მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი  - ვვარაუდობთ, რომ მიმდინარეობს კვლევები, რათა განისაზღვროს, რა ნაბიჯები არის გადასადგმელი მომავალში

ჩვენ არ გვქონია სამედიცინო პერსონალთან პირადი კომუნიკაცია, თუმცა ვვარაუდობთ, რომ მიმდინარეობს კვლევები, რათა განისაზღვროს ის, თუ რა ნაბიჯები არის გადასადგმელი მომავალში , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„კარგია, რომ მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ეძლევათ ოჯახის წევრებს და ჩვენ, ადვოკატებს. იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია არ შეიცვლება და პენიტენციური სამსახური ამ გზაზე ხელოვნურ დაბრკოლებებს არ შეგვიქმნის და რეალურად იზრუნებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და არა იმაზე, რომ პირიქით, დამატებითი პრობლემები წარმოქმნას პაციენტთან ურთიერთობაში“, - აღნიშნა მან.

საძაგლიშვილის თქმით, თავად მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა, რომ გარკვეული კვლევები ჩაუტარდა.

„როგორც ვიცით, მას გარკვეული ანალიზები აუღეს, მაგრამ კონკრეტულად რა ტიპის კვლევები ჩატარდა და როდის იქნება მათი პასუხები, ჩვენთვის უცნობია. ამაზე ექიმებისგან უნდა მოხდეს ჩვენი და საზოგადოების ინფორმირება.

ვიზუალურად არაფერი შეცვლილა - 2 დღის წინ როგორც იყო, იგივე მდგომარეობაში არის ახლაც. საკვების მიუღებლობის პროცესი კიდევ გრძელდება. ბუნებრივია, 1 დღეში ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესება ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა, თანაც ვიცით, რამდენად მძიმე დიაგნოზები აქვს დასმული როგორც სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმს, ისე ცენტრ „ემპათიას“ მიერ შექმნილ კონსილიუმს. გარდა ამისა, ვნახეთ თავად ხელისუფლების წარმომადგენლის, პენიტენციური სამსახურის პოზიცია - რეალურად, არავინ უარყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობას“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ცენტრ „ემპათიის“ წარმომადგენლებს არ ეძლევათ მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება.

„გვინდა იმედი დავიტოვოთ, რომ ეს პრობლემაც მოგვარდება და მათაც მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის საშუალება მიეცემათ. „ემპათიას“ ექსპერტებთან დაკავშირებით, სასამართლოში შუამდგომლობა გვაქვს დაყენებული და ცხადია, არ გვაქვს ილუზია, რომ მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას, უბრალოდ ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა