ილია დარჩიაშვილი კელი დეგნანს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან.

მხარეებმა შეხვედრისას აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრი განიხილეს.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა 30-წლიანი პარტნიორობის მანძილზე აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის, როგორც თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის კუთხით. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა