ანალენა ბაერბოკი - გერმანიამ ყველაფერი მოამზადა სწრაფი რატიფიკაციის პროცესისთვის, თუ შვედეთი და ფინეთი ნატო-ს გაწევრიანების განაცხადით მიმართავენ

გერმანიამ ყველაფერი მოამზადა სწრაფი რატიფიკაციის პროცესისთვის, თუ შვედეთი და ფინეთი ნატო-ს გაწევრიანების განაცხადით მიმართავენ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა დღეს განაცხადა.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ უსაფრთხოების გარანტიებს მივცემთ, არ უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი, ნაცრისფერი ზონა, სადაც მათი სტატუსი გაურკვეველია“, - აღნიშნა გერმანიის პირველმა დიპლომატმა.

ბაერბოკის თქმით, ნატო ყოველთვის იყო თავდაცვის ალიანსი და ის მუდამ ასე დარჩება.

„თუ შვედეთისა და ფინეთის პარლამენტები და საზოგადოებები გადაწყვეტენ ნატოში გაწევრიანებას, მათი ინტეგრაცია ალიანსში გაგვხდის კიდევ უფრო ძლიერებს თავდაცვის თვალსაზრისით, მაგრამ ასევე ჩვენი ღირებულებებით, როგორც დემოკრატიული პარტნიორები“ , - აღნიშნა გერმანიის პირველმა დიპლომატმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა