გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას

უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ როგორ გამოიყურება შეცვლილი მსოფლიო სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განზომილებაში, როგორ შეიცვალა უკრაინა ომის შემდეგ, რა გავლენა იქონია უკრაინაში დაწყებულმა ომმა თავად რუსეთზე, ამ პროცესების ფონზე როგორ გამოიყურება საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა „ინტერპრესნიუსი“ საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარს გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, 80 დღეზე მეტია ომია უკრაინაში. დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაში, რომ მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, საერთაშორისო პოლიტიკაში ტექტონიკური ძვრების მსგავსი მოვლენები განვითარდა და რჩება შთაბეჭდილება რომ პრაქტიკულად მსოფლიო ახალ ეპოქასა და განზომილებაში ცხოვრობს.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მართლაც ძალიან ბევრი რამ მოხდა. აშშ-სა და ევროპაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების სია საკმაოდ გრძელია და ეხება არა მხოლოდ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ან რუსეთისათვის ახალი და სულ უფრო მკაცრი სანქციების ამოქმედებას.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მალე ნატოს წევრები გახდებიან აქამდე „მიუმხრობელის“ სტატუსის მქონე ფინეთი და შვედეთი. ნატოში ფინეთის შესვლით რუსეთს ნატოსთან საზღვარი 1400 კილომეტრით გაეზრდება.

ამ თემებზე სამსჯელო და სასაუბრო აშკარად ბევრია. გასაგებია, რომ მომხდარს ბევრი და მრავალი ტიპის განზომილება აქვს, მაგრამ მე კითხვას ასე დავსვამდი - 24 თებერვალს შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება შეცვლილი მსოფლიო სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური განზომილება?

- ჯერ-ჯერობით რისი თქმაც თამამად შეიძლება ის არის, რომ მომავალში კიდევ უფრო აქტუალური და მკაფიო გახდება მსოფლიოს დაყოფა ორ ბანაკად - დემოკრატიული ქვეყნები და ავტორიტარული რეჟიმები. ამ ეტაპზე დამაიმედებელი გახლავთ ის, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ დემოკრატიული ქვეყნების კონსოლიდაცია გამოიწვია, რაც უკრაინის აქტიურ მხარდაჭერასა და რუსეთზე უპრეცედენტო ზეწოლაში გამოიხატება.

ძალიან მნიშვნელოვანია, ისიც რომ დასავლეთი არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერით პასუხობს რუსეთის აგრესიას, არამედ აძლიერებს მოკავშირეების თავდაცვისუნარიანობას და აფართოებს ნატოს. უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესიის მიზანი ხომ დასავლეთის დასუსტება და ჩამოშლაც იყო, რასაც მოსკოვი ვერ აღწევს და პირიქით საპირისპირო შედეგს ღებულობს.

ძალიან მნიშვნელოვანია, ისიც რომ დასავლეთი არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერით პასუხობს რუსეთის აგრესიას, არამედ აძლიერებს მოკავშირეების თავდაცვისუნარიანობას და აფართოებს ნატოს. უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესიის მიზანი ხომ დასავლეთის დასუსტება და ჩამოშლაც იყო, რასაც მოსკოვი ვერ აღწევს და პირიქით საპირისპირო შედეგს ღებულობს

იმედია, რომ დემოკრატიული ქვეყნების კონსოლიდაცია მომავალშიც გაგრძელდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის დამარცხება ამ ომში ძალზედ რთული იქნება.

საპირისპიროდ, საბედნიეროდ ვერ ვხედავთ ავტორიტარული რეჟიმების აქტიურ მხარდაჭერას პუტინის რეჟიმის მიმართ. სავარაუდოდ, მოსკოვი ვიდრე იგი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას გააჩაღებდა, არ ელოდა, რომ დემოკრატიული სამყარო ასეთი კონსოლიდირებული გახდებოდა, ხოლო ავტორიტარული ქვეყნებისგან კი უფრო მეტი მხარდაჭერის მოლოდინი ქონდა.

მოსკოვის მოლოდინისგან მოვლენების სრულიად განსხვავებული განვითარება კი რა თქმა უნდა, პუტინის რეჟიმისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მას საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს.

- ფაქტია, რომ 24 თებერვლის შემდეგ მართლაც ჭირს 24 თებერვლამდე არსებული მსოფლიოს ჩვეული სახის ცნობა როგორც პროფილსა და ანფასში, ისე თუნდაც ზედხედშიც.

არადა, ზედხედიდან, კარგად ჩანს, რომ ვითარება აშკარად უფრო ფართოდაცაა შეცვლილი უკრაინის ომთან დაკავშირებით კიევის სასარგებლოდ ანკარისა და პეკინის პოზიციების გამო.

პეკინმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მეტიც თქვა, რომ სრულად დაიცავს მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ინდოეთმაც უარი თქვა როგორც რუსული სამხედრო ტექნიკის, ისე რუსული ნავთობის იაფადაც კი შესყიდვაზე.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით თქვენს მიერ აღწერილი სურათი კიდევ უფრო შეცვლილად გამოიყურება ანკარის, პეკინისა და დელის პოზიციების გათვალისწინებით...

- უნდა ითქვას, რომ თქვენს მიერ დასახელებულ ქვეყნების პოზიცია მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთ-უკრაინის ომის საბოლოო შედეგის განსაზღვრის თვალსაზრისით.

თურქეთი, ბოლო ხანებში სულ უფრო იძლიერებს საკუთარ პოზიციებს არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთლიანად პოსტ-საბჭოთა სივრცეში. მისი პოზიციების გაძლიერება არ არის მოსკოვისთვის სახარბიელო მოვლენა, რადგან იგი ამ სივრცეს საკუთარი ექსკლუზიური გავლენის ზონად მიიჩნევს.

თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, საწუხაროდ, რომ თურქეთის პოზიციების გაძლიერება დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას ნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ნატოს წევრია. ეს უფრო იმას ნიშნავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტები და სხვა არსებითი საკითხები რეგიონულმა დიდი ძალებმა (ქვეყნებმა) გადაწყვიტონ, დასავლეთის მონაწილეობის გარეშე.

რაც შეეხება უშუალოდ უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ ანკარა ოფიციალურად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, მისი ქმედებები უფრო მეტად დასავლეთის საერთო პოლიტიკასთან არის თანხვედრაში, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია.

ანკარა ოფიციალურად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, მისი ქმედებები უფრო მეტად დასავლეთის საერთო პოლიტიკასთან არის თანხვედრაში, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია

რაც შეეხება და ინდოეთსა და ჩინეთს ამ ქვეყნებთან ურთიერთობებს მოსკოვი მართლაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა, რაც მკაფიოდ არის ასახული რუსეთის ფედერაციის კონცეპტუალურ დოკუმენტებში იქნება ეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია თუ საგარეო პოლიტიკის კონცეფცია.

მოსკოვს, შესაბამისად, დასავლეთთან დაძაბულობის ფონზე, ინდოეთთან და ჩინეთთან მჭიდრო პარტნიორების გაგრძელებისა და მათთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მოლოდინიც კი გააჩნდა, რაც საბედნიეროდ დიდწილად არ გამართლდა. ამაში ალბათ რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი:

- მოსკოვის გეგმა უკრაინის სწრაფი ოკუპაციის თაობაზე ჩაიფუშა, იგი სერიოზულ სირთულეებს განიცდის ბრძოლის ველზე და ჩადის გაუგონარ დანაშაულს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. შესაბამისად, მისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა, როგორც პოლიტიკურად, ისე მორალურად გაუმართლებელია.

- როგორც ინდოეთისთვის ისე ჩინეთისთვის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მოსკოვმა კი, ჯერ კიდევ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე ეს პრინციპი უხეშად არაერთხელ დაარღვია. მათ შორის, არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ საქართველოსთან მიმართებაშიც.

როგორც ინდოეთისთვის ისე ჩინეთისთვის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. მოსკოვმა კი, ჯერ კიდევ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე ეს პრინციპი უხეშად არაერთხელ დაარღვია. მათ შორის, არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ საქართველოსთან მიმართებაშიც

დასავლეთი ძალიან ინტენსიურად მუშაობს ორივე ამ ქვეყანასთან, რომლის დროსაც აფრთხილებს მათ იმ შედეგების თაობაზე, რაც მოყვება მათი მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერას.

- ფაქტია, რომ ბევრი თვალსაზრისით შეცვლილი მსოფლიოს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა და ამ პროცესების მთავარი აქტორი რუსეთის მიერ დაუნდობლად დაბომბილი უკრაინა და ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან.

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და უკრაინული ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ უკრაინის აღორძინების თემა ცივილიზებული სამყაროს ღირსებისა და პრესტიჟის საკითხად იქცა.

უკრაინაში ახალი მარშალის გეგმის განხორციელების დაწყებამდე უკრაინას დიდი გზა აქვს გასავლელი. დღეს იგი თავის ტერიტორიაზე ებრძვის რუსეთის საოკუპაციო ძალებს.

როცა უკრაინაში ყოველ დღე იღუპებიან ომში უკრაინელი ჯარისკაცები და ამ ქვეყნის მოქალაქეები, საუბარი უკრაინის დღევანდელ ნაიარევ სხეულზე უხერხულიც კია, რადგან ისედაც ყველაფერი ნათელია.

მიუხედავად ამისა, თუ ასე დავსვამ არაკორექტული არ იქნება - როგორ შეიცვალა უკრაინა ომის შემდეგ? როგორ შეცვალა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა უკრაინის მიმართ ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულება?

- საბედნიეროდ არ გამართლდა ის მოლოდინი, რომელიც არსებობდა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, როდესაც ბევრი ფიქრობდა, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო ჩამოიშლებოდა.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ ისე უკრაინელმა ხალხმა, დაამტკიცეს, რომ უკრაინა არის სახელმწიფო, რომელიც იმსახურებს პატივისცემას და მხარდაჭერას, რადგან იგი იცავს არა მხოლოდ საკუთარ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ უსაფრთხოებას ბევრად უფრო ფართო ასპექტში.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ ისე უკრაინელმა ხალხმა, დაამტკიცეს, რომ უკრაინა არის სახელმწიფო, რომელიც იმსახურებს პატივისცემას და მხარდაჭერას, რადგან იგი იცავს არა მხოლოდ საკუთარ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ უსაფრთხოებას ბევრად უფრო ფართო ასპექტში

დიდწილად, სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს უკრაინის მზარდ სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას, ისევე როგორც რუსეთზე განხორციელებულ უპრეცედენტო ზეწოლას.

ამასთან ერთად, უკრაინას დღეს გააჩნია, არა მხოლოდ სერიოზული მხარდაჭერა ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობების მხრიდან, არამედ მის მიმართ სოლიდარულია საზოგადოება არაერთ ქვეყანაში. მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებიც უკრაინის მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერით არ გამოირჩევიან. საზოგადოების ესეთი სოლიდარობა სულაც არ არის უმნიშვნელო ფაქტორი, რადგან იგი, განსკუთრებით დემოკრატიულ ქვეყნებში, უბიძგებს ხელისუფლებას იქითკენ, რომ კიდევ უფრო ქმედითი გახადონ თავიანთი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

- დღეს დასავლელი ლიდერები საკმაოდ ხმამაღლადაც კი საუბრობენ იმაზე, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ ზედმეტად ლოიალური იყო.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ დასავლეთი მაქსიმალურად ცდილობდა ეთანამშრომლა „ცივ ომში“ დამარცხებულ რუსეთთან. კოლექტიურმა დასავლეთი საკმაოდ დიდხანს ხუჭავდა თვალს ელცინის მემკვიდრე პუტინს აშკარად გამომწვევ ქმედებებზე ევროპასა და აშშ-ში. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კრემლის სამსახურში აღმოჩნდა ევროპის პოლიტელიტის საკმაოდ დიდი ნაწილი. რუსეთი აშშ პრეზიდენტის არჩევნებშიც კი ჩაერია.

და ეს ხდებოდა იმის ფონზე, რომ თავად რუსეთში არა მარტო პოპულარული გახდა რუსული იმპერიული იდეები, არამედ ცხადი გახდა, რომ რუსული შოვინისტური განწყობები საზოგადოების უდიდესი ნაწილის მთავარი მამოძრავებელი ძალის იდეა გახდა.

ვხედავთ, რომ საზოგადოების განწყობებზე პრაქტიკულად არ უმოქმედია რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. რუსი ექსპერტების მტკიცებით, კრემლს წლის ბოლომდე ეყოფა ის რესურსები, რომელსაც ის მრავალი წელი დასავლეთთან დაპირისპირების შემთხვევისათვის აგროვებდა.

რა გავლენა იქონია რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა თავად რუსეთზე? მის პოზიციებზე და რეპუტაციაზე საერთაშორისო თანამეგობრობაში და სავარაუდო, როგორ გამოიყურება მისი პერსპექტივა?

- რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო უკვე სერიოზულად დაზარალდა. სხვაზე, რომ არაფერი ვთქვათ, დღეს უკვე თავად რუსი ექსპერტები და პოლიტიკოსები აღიარებენ იმას, რომ წელს რუსეთის ბიუჯეტი პროფიციტურის ნაცვლად დეფიციტური იქნება. წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 20%-ს გადააჭარბებს, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი კი დაახლოებით 10%-ით დაეცემა.

რუსეთს, სამწუხაროდ, მაინც რჩება სოლიდური შემოსავლები ევროპის ქვეყნებში საკუთარი ენერგორესურსების რეალიზაციიდან, რაც მას უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, პრინციპული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ევროპის ქვეყნები ეტაპობრივად უარს იტყვიან რუსულ გაზსა და ნავთობზე უკვე მიღებულია. მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა მაქსიმალურად დაჩქარდეს.

პოლიტიკურად, პუტინის რეჟიმის მიმართ ნდობა მთლიანად დაიკარგა. მართალია, წარსულშიც პუტინის ხელისუფლება აგრესიულ რეჟიმად მიიჩნეოდა, მაგრამ დასავლეთი მასთან, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, მაინც ინარჩუნებდა საკმაოდ ინტენსიურ ურთიერთობებს.

უფრო მეტიც, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ პუტინის რეჟიმი მაინც გარკვეული ლოგიკისა და რაციონალური აზროვნების ფარგლებში რჩებოდა.

ითვალისწინებდა მის განსაკუთრებულ ინტერესს პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მიმართ და ნაწილობრივ მაინც იზიარებდა მოსკოვის მიერ გამოგონილ არგუმენტს ნატოს შემდგომი გაფართოებიდან თითქოსდა მის მიმართ მომდინარე საფრთხის თაობაზე.

ძნელი წარმოსადგენია, რომ პუტინის რეჟიმის მიმართ ნდობა მომავალში აღდგება. საბოლოო ჯამში ეს რეჟიმი ვერასოდეს ვერ დაუბრუნდება ურთიერთობების თუნდაც იმ ნიშნულს, რომელიც მას უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე დასავლეთის ქვეყნებთან გააჩნდა

როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, ასეთმა დამოკიდებულებამ მოსკოვი მხოლოდ გაათამამა და იგი უკრაინის წინააღმდეგ გაუგონარ სმხედრო აგრესიაზე წავიდა.

ამ ფონზე, ძნელი წარმოსადგენია, რომ პუტინის რეჟიმის მიმართ ნდობა მომავალში აღდგება. საბოლოო ჯამში ეს რეჟიმი ვერასოდეს ვერ დაუბრუნდება ურთიერთობების თუნდაც იმ ნიშნულს, რომელიც მას უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე დასავლეთის ქვეყნებთან გააჩნდა.

- რა რეალობაცაა ახლა რუსეთში, ვხედავთ, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ პრეზიდენტ პუტინს უკრაინასთან მიმართებაში გეგმები არ შეუცვლია.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინს 9 მაისს არ გამოუცხადებია საყოველთაო მობილიზაცია, რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს რეზერვის მობილიზაცია. ასეა მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კომისარიატის 9 პუნქტი ცეცხლის ალში დაიფერფლა. დიდ ქალაქებში არ ერიდებიან მეტროპოლიტენის მუშაკების გაწვევას.

რუსეთში საუბრობენ იმაზეც, რომ თუ რუსეთს უკრაინაში ომის მოსაგებად 1 მილიონი ჯარისკაცის მობილიზება დასჭირდა, ომში მონაწილეობის მისაღებად 1 მილიონ მოქალაქეს გაიწვევენ. ოფიციალურმა კიევმაც განაცხადა რომ ომისთვის მათაც ჰყავთ მობილიზებული 1 მილიონი ადამიანი.

ცხადად ჩანს, რომ ორივე მხარე გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. ასეთ ფონზე ზედმეტად ოპტიმისტურადაც კი გამოიყურება იმედები, რომ ომი უკრაინაში 2-3 თვეში დასრულდება.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ პუტინს რუსეთის პრეზიდენტი შეუძლია იყოს 2036 წლამდე, რომ რუსეთს უკრაინაში ომის საწარმოებლად საკმაოდ ბევრი რესურსები აქვს, არაა გამორიცხული ეს ომი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ კიევი და მისი დასავლელი პარტნიორები ომს დასრულებულად მაშინ ჩათვლიან, როცა ამ ეტაპზე უკრაინა გაათავისუფლებს ოკუპირებულ დონბას. მოსკოვის ამოცანაა სწორედ დონბასის ორი ოლქის საზღვრებზე გასვლა.

სავარაუდოდ, როდის და რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში?

- გეთანხმებით, რუსეთი არ აპირებს მარცხის აღიარებას და შეირაღებული მოქმედებების შეწყვეტას უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებები მისი სცენარით არ წარიმართა.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ პუტინის რეჟიმი იმხელა მასშტაბის ავანტიურაზე წავიდა, რომ უკან დასახევი გზა ფაქტიურად მოიჭრა. მარცხის აღიარება, ნიშნავს პუტინის მმართველობის დასასრულს. ამიტომ მას პირადად სჭირდება რაღაც ისეთი მიიღოს ამ სამხედრო ავანტიურიდან, რომელსაც საკუთარ საზოგადოებას მაინც გამარჯვებად შეასაღებს.

სამწუხაროდ, ომის გასაგრძელებლად რესურსები, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური და სამხედრო, რუსეთს ჯერ კიდევ გააჩნია, ამიტომ ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება მალე, თუ თავად პუტინის რეჟიმის შიგნით სერიოზული განხეთქილება მოხდება, რისი ხილული ნიშნებიც ამ ეტაპზე არ ჩანს, თუმცა გარკვეული ალბათობა მაინც არსებობს.

სამწუხაროდ, ომის გასაგრძელებლად რესურსები, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური და სამხედრო, რუსეთს ჯერ კიდევ გააჩნია, ამიტომ ომი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება მალე, თუ თავად პუტინის რეჟიმის შიგნით სერიოზული განხეთქილება მოხდება, რისი ხილული ნიშნებიც ამ ეტაპზე არ ჩანს, თუმცა გარკვეული ალბათობა მაინც არსებობს

რეალურად ეს ომი მხოლოდ ერთადერთი შედეგით შეიძლება დასრულდეს, რაც უკრაინის გამარჯვებას წარმოადგენს. სხვა შემთხვევაში იგი მხოლოდ დროებით შეწყდება, რადგან პუტინის რეჟიმი აუცილებლად შეეცდება სხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე კონტროლის აღდგენას.

იგი ასევე გააგრძელებს დასავლეთის წინააღმდეგ მიმართლ ძალისხმევას, რომელსაც ჯერ კიდევ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე თავის მთავარ მტრად აცხადებდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რუსული საფრთხე ყველამ ბოლომდე კარგად გააცნობიეროს, რათა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაიზარდოს უკრაინის მხარდაჭერა, რაც ამ ომის ისეთი შედეგის დადგომას გამოიწვევს, რომელიც ევროპაში გრძელვადიან მშვიდობას უზრუნველყოფს.

ომი უკრინაში მხოლოდ უკრაინის გამრჯვებით შეიძლება დასრულდეს, სხვა შემთხვევაში იგი მხოლოდ დროებით შეწყდება, რადგან პუტინის რეჟიმი აუცილებლად შეეცდება სხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე კონტროლის აღდგენას

- ახლა, როდესაც ომის მეორე ფაზა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და რუსეთისთვის ისეთივე წარუმატებელია, როგორიც პირველი ფაზა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე წასვლა შემომთავაზა, რათა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სახის შენარჩუნება შეძლოს.

პრეზიდენტ ზელენსკი პასუხი იყო მკაფიო და კატეგორიული. მაკრონის განცხადებამ გააჩინა იმის საფუძველი, რომ ევროპის გარკვეული ქვეყნები შეეცდებიან რუსეთის პოზიციების გათვალისწინებას და ამ იდეის გამტარებელი იქნებიან მაკრონი და შოლცი.

მაკრონი და შოლცი შეეცდებიან რუსეთს მიეცეს ამოსუნთქვის საშუალება, რის შემდეგაც იგი კვლავ შეეცდება უკრაინის დამორჩილებას. სხვათა შორის, შოლცმა მაკრონთან საუბრის შემდეგ გერმანიამ უკვე შეაფერხა უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების მიწოდება.

ამა თუ იმ ქვეყანაში რომ არსებობენ ულტრამემარცხენე, ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური ძალები, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ უცნაური ისაა, რომ ევროპაში მათ ყველას რუსეთის მიმართ სენტენციები აერთიანებთ.

რუსეთის მიმართ ამ დამოკიდებულების გათვალისწინებით რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ უკრაინის საკითხში კოლექტიური დასავლეთი შეძლებს ერთიანი პოზიციის შენარჩუნებას?

- რუსეთის ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიას ყოველთვის წარმოდგენდა დასავლეთის ქვეყნებს შორის განხეთქილების შეტანა, რასაც ის დრო და დრო წარმატებით ახორციელებდა და ამით სერიოზულ სარგებელს იღებდა კიდეც.

ამ სტრატეგიის წარმატების იმედი მოსკოვს, როგორც ჩანს, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდეც ქონდა, რამაც საბედნიეროდ, როგორც ვხედავთ დღემდე, არ იმუშავა. საიდუმლო არ არის ისიც, რომ მართალია რუსეთი ზოგადად დასავლეთს მტრად მიიჩნევს, მაგრამ დასავლეთის ქვეყნების მიმართ მისი მიდგომა მაინც განსხვავებულია. იგი ტრადიციულად, უფრო ხშირად, გარკვეულ საკითხებზე საერთო ენის გამონახვას სწორედ საფრანგეთთან და გერმანიასთან ახერხებდა.

დასავლეთის ზოგიერთ ქვეყნაში, როგორც ჩანს მიიჩნევენ, რომ კუთხეში მიმწყვდეულმა პუტინის რეჟიმმა შესაძლოა კიდევ უფრო დიდი საფრთხე შექმნას. ამ მოსაზრების გაღვივებას, ცხადია, თავდ პუტინის რეჟიმიც უწყობს ხელს, როდესაც იგი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთის რომელიმე ქვეყნას პუტინის რეჟიმის არსებობის გახანგრძლივება სურს. ისინი ალბათ უფრო რაციონალურად მიიჩნევენ იმას, რომ ეს რეჟიმი არა უკრაინის წინააღმდეგ ომში ტოტარული წარუმატებლობის გამო დასრულდეს, არამედ დროთა განმავლობაში მოირყეს და ჩამოიშალოს.

მიუხედავად იმისა, რომ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარებაც საკმაოდ რეალისტურად მოჩანს, იმედი მაქვს, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინასთან მიმართებაში ერთიან პოზიციას შეინარჩუნებენ და არ მისცემენ თუნდაც მცირე შანსს, პუტინის რეჟიმს მოძლიერებისთვის, რადგან ასეთ შემთხვევაში მსოფლიო კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დადგება, ვიდრე ის საფრთხეა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად გაჩნდა.

იმედი მაქვს, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინასთან მიმართებაში ერთიან პოზიციას შეინარჩუნებენ და არ მისცემენ თუნდაც მცირე შანსს, პუტინის რეჟიმს მოძლიერებისთვის, რადგან ასეთ შემთხვევაში მსოფლიო კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დადგება, ვიდრე ის საფრთხეა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შედეგად გაჩნდა

- უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი შედეგები რომ განსაზღვრავენ ომისშემდგომი მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემას, აღარავინ დაობს. თუ რამეზე მიდის დავა და მსჯელობა, მის ფორმებზე.

ფაქტია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესების გამო უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს საქართველო საგარეო პოლიტიკაში. საგარეო პოლიტიკა რომ საშინაოს გაგრძელება რომაა, ამაზეც კარგა ხანია აღარავინ დავოს, არადა, საშინაო პოლიტიკაში კარგი ამ თვალსაზრისით არც არაფერი ხდება.

გრძელდება ქართული პოლიტიკის ტრადიცია იმ თვალსაზრისით, რომ ქართული პოლიტიკის ძირითადი აქტორები დროსა და ენერგიას კარგავენ ურთიერთგანადგურებაზე, თან ისე, თითქოს ქვეყანას უკრაინის მსგავსად არ ჰქონდეს საფრთხეები, უკრაინაში არ მიდიოდეს ომი.

სავარაუდოდ, რაა მიზეზი იმისა, რომ საშინაო პოლიტიკაში გვაქვს ის ვითარება, რომელიც არც ქვეყანას და არც ძირითად პოლიტიკურ ძალებს კარგს არაფერს უქადის?

- საქმე ისაა, რომ ჩვენი პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, მათ შორის, ხელისფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას.

პირიქით, ხდება საერთაშორისო მოვლენების ისე მიწოდება საზოგადოებისთვის, როგორც ეს ვიწრო პარტიულ, პოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამება.

ხდება საერთაშორისო მოვლენების ისე მიწოდება საზოგადოებისთვის, როგორც ეს ვიწრო პარტიულ, პოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამება

ცხადია, რომ ასეთი მიდგომა გაუმართლებელია და საბოლო ჯამში არც ქვეყანას და არც ამ ძალების პოლიტიკურ მომავალს სიკეთეს არ უქადის.

- ახლა აქტიურად განიხილება მიიღებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ასევე აქტიურად მსჯელობენ იმაზეც, რომ საქართველოს არ მიუღია მონაწილეობა რამშტაინის შეხვედრაზე, რომ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ ყოფილა მიწვეული.

17 მაისს დაგეგმილია ნატოს მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობას არ მიიღებს სქართველოს წარმომადგენელი. გარდა ამისა, ოპოზიცია ხელისუფლებას იმასაც საყვედურობს, რომ საქართველო არ აქტიურობს ამერიკელ და ნატოელ პარტნიორებთან თავდაცვისათვის აუცილებელი იარაღის მისაღებად.

თქვენთან დაკავშირებამდე გავეცანი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის საჰაერო ძალები გადადიან ნატოს მეხუთე თაობის სტანდარტებზე. აქამდე აზერბაიჯანი აცხადებდა, რომ ნატოში შესვლა არ უნდოდა, არადა ვხედავთ, რომ ახალ ვითარებაში ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით ჩვენს აშკარად გვისწრებს.

გასაგებია, რომ ბაქოს მხარში უდგას ანკარა, მაგრამ საქართველოს რას აკეთებს თავისი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, გაუგებარია.

უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად საერთაშორისო პოლიტიკაში ცვლილებების ფონზე თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს საგარეო პოლიტიკას?

- ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, სამწუხაროდ, ნამდვილად ვერ დაიკვეხნის რეალური წარმატებებით. უფრო მეტიც, ბოლო ხანებში სულ უფრო აშკარა ხდება გაუცხოების ტენდეცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ვფიქრობ, რომ ამას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებშიც კარგად ხედავენ.

ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს რჩება ზოგიერთი დიდი საერთაშორისო ფორუმის მიღმა, მაშინ როდესაც ჩვენი იქ ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უსაფრთხოების და განვითარების ინტერესებს მოემსახურებოდა.

ისე ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად დგას ამ გზაზე და შესაბამისად, რადიკალურ ცვლილებებს მისი მხრიდან ნაკლებად უნდა ველოდოთ. ამიტომაც, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენი ხელისულფების პოლიტიკაზე უფრო მეტად დამოკიდებულია იმაზე, რომ უკრაინამ მოახერხოს გამარჯვება ამ უთანასწორო და ყოვლად გაუმართლებელ ომში რუსეთთან.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით