კარლ ჰარცელი ნიკა გვარამიას დაკავებაზე - სასამართლომ ეს განაჩენი გამოიტანა ევროკავშირის მიერ არაერთხელ გამოთქმული მოწოდებების ფონზე, რომ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება, მის მიმართ ნდობის განმტკიცებისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა ევროკავშირის მიერ არაერთხელ გამოთქმული მოწოდებების ფონზე, რომ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება მის მიმართ ნდობის განმტკიცებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით. აღნიშნული განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ მიერ დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

როგორც კარლ ჰარცელი აღნიშნავს, ევროკავშირი კომენტარს არ აკეთებს ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობასა თუ სასამართლო განაჩენების შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები დაისვა სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში.

ამასთან, ელჩის თქმით, ევროკავშირი ამ საკითხს საქართველოში მედია პლურალიზმზე გავლენის კუთხითაც განიხილავს.

“დღეს, საქართველოში მთავარი ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხის გენერალურ დირექტორს (და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს), ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სისხლის სამართლის კოდექსის 220–ე მუხლის საფუძველზე.

ევროკავშირი კომენტარს არ აკეთებს ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობასა თუ სასამართლო განაჩენების შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები დაისვა სახალხო დამცველის მიერ 2019 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ სასამართლოს მეგობრის (amicus curae) მოსაზრებაში.

სასამართლომ ეს განაჩენი გამოიტანა ევროკავშირის მიერ არაერთხელ გამოთქმული მოწოდებების ფონზე, რომ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება მის მიმართ ნდობისა განმტკიცებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით – ეს საქართველოს ხელისუფლების დიდი ხნის წინ აღებული ვალდებულებაა, რომელიც ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

ევროკავშირი ამ საკითხს საქართველოში მედია პლურალიზმზე გავლენის კუთხითაც განიხილავს”,- აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.

ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა