გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ „რაღაც მომენტში“ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა იყოს საჭირო, თუმცა „არა დღეს“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციას „რაღაც მომენტში“ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა დასჭირდეს, თუმცა ამბობს, რომ ეს დღეს არ უნდა მოხდეს.

როგორც ვაშაძემ „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით მედიამენეჯერებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა საერთო, კომპლექსური ქმედებებია საჭირო.

„ჯერ ჩვენ ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რათა „ქართული ოცნება“ გავაშიშვლოთ. უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს დასავლელი პარტნიორების მხრიდან სწორედ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც თანმიმდევრულად მივყვებით ამ ყველაფერს. ამაზე [საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტაზე] მსჯელობა გვერდზე უნდა გავწიოთ. ახლა გვჭირდება საერთო, კომპლექსური ქმედებები. რაღაც მომენტში, არ გამოვრიცხავ, ეს ნაბიჯიც საჭირო იყოს, თუმცა არა დღეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით არსებულ გეგმებს, ვაშაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე კოორდინირებული ქმედებების შესახებ შეთანხმდნენ.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა ევროპამ ჩვენზე უარი თქვას და დავრჩეთ პირისპირ რუსეთთან, დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე. ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც ყველა უნდა გავერთიანდეთ. პირველი შეხვედრა იყო, სადაც პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და მედიასაშუალებების წარმომადგენლები შევიკრიბეთ. პირველი, რაც გადავწყვიტეთ ესაა „მთავარი არხისადმი“ სრული სოლიდარობის გამოცხადება და მხარდაჭერა. ასევე, გადავწყვიტეთ, რომ გვექნება კოორდინირებული ქმედებები, რათა საქართველო არ ასცდეს ევროინტეგრაციის გზას. შემდგომი თვე ნახევარი გადამწყვეტი იქნება და ღარიბაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ მივცემთ უფლებას, სამშობლო წაგვართვას და რუსეთის წინაშე პირისპირ დაგვტოვოს“, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა