ნიკა სიმონიშვილი - სახელმწიფომ ვერ დაუმტკიცა ნიკა გვარამიას, რომ დამნაშავეა - საუბარია თავიდან ბოლომდე გამრუდებულ მართლმსაჯულებაზე

ნიკა გვარამიას ისე გამოუტანა სასამართლომ სასჯელი, მას ვერ დაუმტკიცა, რომ დამნაშავეა და ეს ყველაფერი გააკეთა

პოლიტიკური მოტივებით, - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა, რადგან მისი საქმის განმხილველი მოსამართლე ობიექტური არ იყო.

„ჩემთვის არავინ არ არის პრივილეგირებული, ყველა არის კანონის წინაშე თანასწორი. კანონის წინაშე თანასწორობა გულისხმობს იმას, რომ ყველამ უნდა მიიღოს სამართლიანი სასამართლო და ყველა უნდა იყოს განსჯილი იმ პრინციპების შესაბამისად, როგორსაც ადგენს სამართლებრივი სახელმწიფო და ჩვენი კონსტიტუცია. როდესაც ვსაუბრობთ, რომ სასამართლომ გამოიტანა განაჩენი და შეუფარდა სასჯელი, მას უნდა დაუმტკიცოს სახელმწიფომ, რომ ის არის დამნაშავე. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ნიკა გვარამიას სახელმწიფო ვერ უმტკიცებს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, ის კი არა, რომ ნიკა გვარამია პრივილეგირებულია და მას არ უნდა შეეხონ. ნიკა გვარამიას ისე გამოუტანა სასჯელი სასამართლომ, რომ მას ვერ დაუმტკიცა, რომ დამნაშავეა და ეს ყველაფერი გააკეთა პოლიტიკური მოტივებით, ამაზეა საუბარი. სწორედაც შერჩევითი სამართალი ამას გულისხმობს, შეიძლება პირობითად ადამიანი იყოს დამნაშავე, მაგრამ მას ვერ დაუმტკიცო, ეს ნიშნავს, რომ მას გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა გამოუტანო. შეიძლება ის არც არის დამნაშავე და ვერც დაუმტკიცებ. უდანაშაულობის პრეზუმფცია სწორედ ამას გულისხმობს, რომ თუ ვერ უმტკიცებ, ის დამნაშავე არ არის და არა ის, რომ ვიღაც პრივილეგირებულია ან არ არის პრივილეგირებული. სამართლიანი სასამართლოს უფლება ნიკა გვარამიას წაერთვა იმიტომ, რომ მისი საქმის განმხილველი მოსამართლე არ იყო ობიექტური. ნიკა გვარამიას წაერთვა ის ძირითადი უფლებები, რაც ჩვენი კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და სწორედაც მას სახელმწიფომ ვერ დაუმტკიცა, რომ ის არის დამნაშავე და თუ სახელმწიფო ვერ უმტკიცებს ადამიანს დანაშაულს, მაშინ ის ითვლება უდანაშაულოდ“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ნიკა სიმონიშვილის თქმით, ნიკა გვარამიას შემთხვევაში საუბარი არ არის შეცდომით გამოტანილ განაჩენზე, არამედ აქ საუბარია თავიდან ბოლომდე გამრუდებულ მართლმსაჯულებაზე.

„შეუმცდარი სისტემა არსად არ არის, არც ამერიკაში არც საქართველოში, არსად. შეიძლება გამოვიდეს მცდარი გადაწყვეტილებები, მაგრამ აქ მცდარ გადაწყვეტილებებზე არ არის საუბარი, სასამართლოს შეეშალა ან მართლმსაჯულება მცდარი იყო, აქ საუბარია თავიდან ბოლომდე გამრუდებულ მართლმსაჯულებაზე, მართლმსაჯულებაზე, რომელიც არის კონტროლირებული ხელისუფლების მხრიდან. არა თუ შეეშალა მას რაღაც, არამედ უბრალოდ რაღაც არასწორად სპეციალურად გააკეთა“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ნიკა სიმონიშვილი - სახელმწიფომ ვერ დაუმტკიცა ნიკა გვარამიას, რომ დამნაშავეა - საუბარია თავიდან ბოლომდე გამრუდებულ მართლმსაჯულებაზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა