გიორგი ვაშაძე - სწორია, კომპლექსური ნაბიჯების გეგმა და არა ერთი ნაბიჯი გადავდგი და მერე მეორე ნაბიჯი არ ვიცი რა გადავდგა - ინფანტილური პატარა ბავშვები არ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები

სწორია, კომპლექსური ნაბიჯების გეგმა და არა ერთი ნაბიჯი გადავდგი და მერე მეორე ნაბიჯი არ ვიცი რა გადავდგა - ინფანტილური პატარა ბავშვები არ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა სტრატეგიულად სწორად დაგეგმილი, გეგმაზომიერი ნაბიჯების გადადგმის მომხრეა და არა, უბრალოდ ხმამაღლა ყვირილის და წივილ-კივილის, რომელსაც შედეგი არ მოაქვს.

„პარლამენტის დატოვების იდეა გუშინ ოპოზიციის შეხვედრაზე არ განიხილებოდა და პირიქით, ძალიან სწორი პასუხი გასცა რამდენიმე ადამიანმა, რომ აბსურდში არ უნდა შევიდეთ. არ უნდა დაიწყო რადიკალური ქმედებით, ამით უნდა დაამთავრო. ამიტომ სტრატეგიაში ყოველთვის აცდენა ხდება მაშინ, როცა დგამ ყველაზე დიდ ნაბიჯს და მეორე დღეს იმაზე უფრო დიდი ნაბიჯი გადასადგმელი აღარ გაქვს.

„სტრატეგია აღმაშენებელი" არ არის ერთნაბიჯოვანი სტრატეგიის მომხრე. ჩვენს კომპლექსურ ხედვაში და სტრატეგიაში ბევრი ნაბიჯების კომპოზიცია არსებობს, რომელზეც ვფიქრობთ, რომელიც ჩამოწერილი გვაქვს და ვმსჯელობთ. მისი ნაწილი იქნება როგორც პარლამენტი, ასევე პარლამენტს გარეთ, ასევე რეგიონები, ასევე აქციები, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობა და საბოლოო ჯამში დაგვირგვინდება ეს დიდი გამარჯვებით, ქართველი ხალხის გამარჯვებით. დღეს ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ თავისუფლებაზე 50 ათასი კაცი ვიქნებით - ეს არის შეცდომა. სწორია, კომპლექსური ნაბიჯების გეგმა და არა ერთი ნაბიჯი გადავდგი და მერე მეორე ნაბიჯი არ ვიცი რა გადავდგა - ინფანტილური პატარა ბავშვები არ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები. ოპოზიციის გეგმა ჯერ არის შედგენის პროცესში, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ამ პროცესში, ჩვენი ხედვა არის ყოველთვის სიღრმისეული ანალიზი და სწორი ქმედებები. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამოაზრეა აბსოლუტური უმრავლესობა იმ ადამიანების, ვინც თუნდაც გუშინ იყო შეკრებილი საერთო მრგვალი მაგიდის გარშემო. აბსოლუტური უმრავლესობა არის სწორედ, სტრატეგიულად სწორად დაგეგმილი, გეგმაზომიერი ნაბიჯების გადადგმის მომხრე და არა, უბრალოდ ხმამაღლა ყვირილის და წივილ-კივილის, რომელსაც შედეგი არ მოაქვს", - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა