Amnesty International - ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის აშკარა ქმედებაა - მთავრობა განსხვავებული ხმების ჩასახშობად ძალისხმევას აძლიერებს

გავლენიანი საერთაშორისო უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალი“ ღრმად შეშფოთებულია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის უკან არსებული პოლიტიკური მოტივებით, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას ისახავს მიზნად.

„ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის გამო, სამაგიეროს გადახდის მიზნით, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის აშკარა ქმედებაა. მას ახლა გისოსებს მიღმა წლების გატარება ემუქრება, რადგან მთავრობა განსხვავებული ხმების ჩასახშობად ძალისხმევას აძლიერებს. ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს“, - განაცხადა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დირექტორმა მარია სტრუტერსმა.

„ამნესთი ინთერნეიშენალის“ განცხადებით, ნიკა გვარამიას დამნაშავედ ცნობა ხაზს უსვამს საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებასთან დაკავშირებით მზარდ შეშფოთებას და ავლენს ხელისუფლების მზარდ გავლენას სასამართლოებზე რიგ საქმეებში, რომლებიც მიზნად მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების ჩახშობას ისახავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა