არმაზ ახვლედიანი - პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნა, ვინც არ უნდა იყოს ის, მით უფრო, მედიასაშუალების ხელმძღვანელი, საქართველოს კვლავ უკუნეთში ყოფნას ნიშნავს

პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნა, ვინც არ უნდა იყოს ის, მით უფრო, მედიასაშუალების წარმომადგენელი და მისი ხელმძღვანელი, საქართველოს კვლავ უკუნეთში, სიბნელეში ყოფნას ნიშნავს, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვამდე განაცხადა, სადაც ის "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შეხვდება.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას დაკავების საქმეს, ისევე როგორც დღევანდელ საქართველოში სხვა გახმაურებულ საქმეებს, სამართალთან და სამართლაინობასთან კავშირი არ აქვს.

"პოლიტიკურ მართლმსაჯულებით საქართველო ვერ შეძლებს ვერც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას და რაც ყველაზე მთავარი და არსებითია, საქართველო ვერ დამშვიდდება, ვერ დაწყდარდება. რადგან პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნა, ვინც არ უნდა იყოს ის, მით უფრო, მედიასაშუალების წარმომადგენელი და მისი ხელძღვანელი, საქართველოს კვლავ უკუნეთში, კვლავ სიბნელეში ყოფნას ნიშნავს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის არც ერთი ნორმალური მოქალაქე და არც ერთი კეთილისმყოფელი პარტნიორი ამას არ და ვერ შეეგუება. მაქვს ყოველდღიური სისტემატური კონტაქტი ჩვენს ყველა დასავლელ პარტნიორთან, ყველა დონეზე, თბილისში, ბრიუსელში, სტრასბურგში, ვაშინგტონში. უნდა გითხრათ, რომ ახლა არის განგაშის ისეთი დონე, რასაც როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებაში ვერ აცნობიერებენ. ერთი მხრივ, პრემიერი ღარიბაშვილი ბრიუსელს ხელს უწვდიდეს და მეორე მხრივ, ასე უსამართლოდ სჯიდე ოპონენტებს, ეს ნიშნავს, რომ შენ უბრალოდ არაფერი ქართული არ გაინტერესებს," - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა