უკრაინის ავიაციამ რუსეთის ცოცხალი ძალა, ჯავშანმანქანები და საბრძოლო მასალა გაანადგურა

უკრაინის ავიაციამ მოწინააღმდეგის ტექნიკას დაარტყა, განადგურდა 20-მდე საბრძოლო ჯავშანმანქანა, მტრის ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„18 მაისს, საჰაერო ძალების გამანადგურებელი თვითმფრინავები თავს დაესხნენ მტრის ტექნიკას. წინასწარი მონაცემებით, განადგურდა 20-მდე ჯავშანტექნიკა, მტრის ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა“, - ნათქვამია მოხსენებაში.

გარდა ამისა, დნეპროპეტროვსკის ოლქში საზენიტო-სარაკეტო ძალების ნაწილებმა გაანადგურეს ფრთოსანი რაკეტა, ხოლო ხარკოვის ოლქში - „სუ-34“ ტიპის ბომბდამშენი.

„მონაცემები მიუთითებს, რომ რუსული თვითმფრინავის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა და მფრინავებმა კატაპულტირება განახორციელეს“, - აცხადებენ სარდლობაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები