ხატია დეკანოიძე - ჩვენი სამოქმედო გეგმა ეხება იმას, რომ პოლიტპატიმრები გავათავისუფლოთ - ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი სააკაშვილი, გვარამია და ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო მძიმდება

პირველ რიგში, სამოქმედო გეგმა ეხება იმას, რომ პოლიტიკური პატიმრები გავათავისუფლოთ - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან, დერეკ შოლესთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე გარდა უსაფრთხოების საკითხებისა, პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაც ჩვენს პარტნიორებთან სასაუბრო გვაქვს ეს არის, რა თქმა უნდა, საქართველოში მიტაცებული სახელმწიფო. ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო მძიმდება,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა