გიგა ბოკერია - საბოლოოდ, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმიც ღიად გადაბარგდება დასავლეთის საწინააღმდეგო, მტრულ ბანაკში, რაც ჩვენს ქვეყანას დიდ საფრთხეს უქმნის

საბოლოოდ, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმიც ღიად გადაბარგდება დასავლეთის საწინააღმდეგო, მტრულ ბანაკში, რაც ჩვენს ქვეყანას დიდ საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ დასავლეთთან და საქართველო ევროპულ გზაზე წინ მიდის, მაგრამ საპირისპიროსთან გვაქვს საქმე.

„ოპოზიციის დემონიზებას აღარ შევეხები. იმდენად გაცვეთილი თემაა, რომ აღარ არის აღსანიშნი. ივანიშვილის რეჟიმი ადრინდელი ნაბიჯებიდანვე გაცდა ამ პრობლემას და ღიად დაიწყო ჩვენი ქვეყნის, ხაზს ვუსვამ სხვადასხვა დასავლელი პარტნიორების დემონიზება. ნებისმიერის დემონიზება, მათ შორის მათიც, ვინც შეიძლებოდა მეორე დღეს ყოფილიყო მთავარი მხარდამჭერი უსაფრთხოების საკითხში, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხში როგორც კი რაიმე კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამდნენ. ეს არის ყველა ავტორიტარული რეჟიმის ხელწერა, იმიტომ რომ მათ სჭირდებათ ქვეყნის შიგნით საკუთარი პროპაგანდისთვის დემონიზება. ეს აუცილებელი ნაწილია, თუმცა ამას აქვს მეორე მხარე, ამ ტიპის საქციელით პოზიციონირებას ახდენ პუტინის რუსეთთან, იმიტომ, რომ ეს ჰგავს ძალიან იმას თუ როგორ უყურებს პუტინის რუსეთი, ლუკაშენკოს ბელარუსი ან იანუკოვიჩის უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებს. ზოგჯერ შეიძლება გააკეთო განცხადება, რომ პროევროპული ხარ, მაგრამ როგორც კი რაიმე სახით წააწყდები კრიტიკაში ბარიერს და ეს არის ქვეყნის შიგნით დისკუსიის მნიშვნელოვანი საკითხი, მაშინვე იწყება მსგავი ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ სტილში მტრად გამოცხადება. ხარისხი ამ ამბის წლების განმავლობაში მატულობდა და ახლა არის ყველაზე უფრო სახიფათო წერტილში. წულუკიანის ამბობს, რომ თურმე ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოს მტერი ყოფილა, მაშინ, როცა ის საქართველოში ამერიკის ელჩი იყო, ანუ რა გამოდის, რომ ვინც ამერიკის ხელისუფლების პოზიციას ახორცილებდა, ის იყო მტრული საქართველოს მიმართ?! განა შემაშფოთებელი არ არის, თუმცა არ უნდა გაგვიკვირდეს იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ საერთოდ მთლიანად დასავლეთზე და აშშ-ზე საუბრობდნენ. ამ ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წულუკიანის განცხადება უფრო კომპრომისულია, მხოლოდ ერთი ელჩი გამოყო, რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ასევე არ უნდა გაგვიკვირდეს ურთიერთსაპირისპირო განცხადებები, იმიტომ, რომ ისინი თან იძახიან რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ დასავლეთთან და საქართველო ევროპულ გზაზე წინ მიდის, რაც სრული სიცრუეა, საპირისპიროსთან გვაქვს საქმე, მეორე მხრივ, შეუძლიათ მთელ დასავლეთს დააბრალონ, რომ ივანიშვილის მოკვლა სურთ, ეს იყო რამდენიმე დღის წინ მათი პროპაგანდა. ხარისხი დასავლეთის დემონიზებისა და პუტინთან თანამშრომლობის მატულობს წლების, ახლა უკვე თვეების განმავლობაში. ეს გზა, საბოლოო ჯამში, მიდის ბოლომდე იმ რეჟიმში გადაბარგებამდე. საბოლოო ჯამში, ივანიშვილი და მისი გარემოცვა ამ გზით თავს გაინადგურებენ, ოღონდ ჩვენი პრობლემაა, რომ ამ დროს ჩვენს ქვეყანას აყენებენ უზარმაზარ ზიანს და დიდ საფრთხეს უქმნიან მას,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა