ბორის ჯონსონმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს გაფართოების საკითხზე ისაუბრეს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ბრიტანეთი-თურქეთის თანამშრომლობა, უკრაინის კონფლიქტზე გლობალური რეაგირება და ნატო-ს გაფართოების საკითხები განიხილეს, - ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლიდერებმა ერთმანეთს გაუზიარეს ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის და მისი შორს მიმავალი შედეგების შესახებ.

„პრემიერ-მინისტრი მიესალმა თურქეთის წამყვან როლს კრიზისის მოგვარებაში და ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშაონ უკრაინის მარცვლეულის მარაგების ექსპორტის სასიცოცხლო მარშრუტების გახსნისა და სურსათზე გლობალური ფასების შემცირების მიზნით,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ბორის ჯონსონმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს გაფართოების საკითხზეც ისაუბრეს.

“ნატო-ს გაფართოების საკითხზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ საფრთხეს, რასაც რუსეთი ევროპელ მეზობლებს უქმნის და განაცხადა, რომ ფინეთი და შვედეთი ნატო-ს ალიანსში ღირებული წევრები იქნებიან. მან მოუწოდა პრეზიდენტ ერდოღანს იმუშაოს შვედ, ფინელ და ნატოელ კოლეგებთან, რათა ნებისმიერი პრობლემა მომავალი თვის მადრიდის სამიტამდე გადაილახოს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო