ირაკლი ღარიბაშვილი - კეზერაშვილი არის კრიმინალი, კორუმპირებული, სააკაშვილის ელიტური კორუფციის ფუძემდებელი

კეზერაშვილი არის კრიმინალი, კორუმპირებული. სააკაშვილის ელიტური კორუფციის ფუძემდებელია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის ევროპარლამენტარების განცხადებებზე მთავრობის წევრების გამოხმაურების შესახებ ჰკითხა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თქვენც იზიარებთ აზრს, რომ ევროპარლამენტარები კრიმინალები არიან? - ღარიბაშვილმა უპასუხა: „ვინ თქვა ეს? ეს ზოგადია. აი, მე ვიცი, რომ თქვენი ტელევიზიის მფლობელი არის კრიმინალი. მთელმა საქართველომ იცის, რომ კეზერაშვილი არის კრიმინალი, კორუმპირებულია და სააკაშვილის ელიტური კორუფციის ფუძემდებელია. რაღა უნდა გიპასუხოთ?“ - მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გარკვეული ოპოზიციური ძალები დადიან, „აწრიალებენ 10-15 კაცს ევროპარლამენტში და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნეგატიური ფონი შექმნან მთავრობასთან დაკავშირებით“.

„ფაქტია, რომ ხელმოცარულ, გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალას ერთადერთი რამ სურდათ და სურთ - ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და ამას ვერ მიაღწიეს. მეორეა ის, რომ ისინი ყველა ძალას იყენებენ, რომ რამენაირად ისევ ჩვენი ქვეყანა დაიჩაგროს, დაისაჯოს და არ იყოს პოზიტიური დასკვნა. ევროპელმა ლიდერებმა დამიდასტურეს, რომ დადიან, აწრიალებენ 10-15 კაცს ევროპარლამენტში და ყველაფერს აკეთებენ, რომ ნეგატიური ფონი შექმნან ჩვენთან დაკავშირებით ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. ეს არის რეალობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა