ნინო ლომჯარია გვარამიას საქმის მოსამართლის ტრენინგიდან მოხსნაზე - ეს შემთხვევა ამერიკის მთავრობის მხრიდან შეცვლილი პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი გამოხატულებაა

ვფიქრობ, ეს შემთხვევა არის ამერიკის მთავრობის მხრიდან შეცვლილი პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი გამოხატულება, - ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აშშ-ის საელჩოს მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის ტრენინგიდან მოხსნას.

ლომჯარია არ გამორიცხავს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარ პოლიტიკას გადახედოს ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ, რომელთა გამოტანილ განაჩენებზეც კითხვის ნიშნები არსებობს.

„წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა იყო ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი, დამფინანსებელი ქართული მართლმსაჯულების. მათ ბევრი რამ აქვთ გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველოში შექმნილიყო და შეიქმნას დამოუკიდებელი და ძლიერი მართლმსაჯულება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ, როგორი კრიტიკული განცხადება გააკეთა საელჩომ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით და ზოგადად, როგორ კრიტიკულად აფასებენ ისინი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დონეს ქვეყანაში, მე არ გამოვრიცხავ, რომ მათ საკუთარ პოლიტიკას გადახედონ. შესაძლებელია ეს მოხდეს არა ზოგადად სისტემის მიმართ, არამედ, ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ, რომელთა გადაწყვეტილებების მიმართ არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი კანონიერებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევა, თუ დადასტურდა და როგორც ჩანს, სიმართლეა, არის ერთ-ერთი პირველი გამოხატულება ამერიკის მთავრობის მხრიდან შეცვლილი გარკვეული პოლიტიკის", - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“ ინფორმაციით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა