წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელი „ბიბლუსი“ 14 წლისაა! - რას უნდა ელოდოს მომხმარებელი

23 მაისს ქვეყნის ყველაზე მსხვილი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 14 წლის ხდება. მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით კომპანია მკითხველს 150 ბესტსელერ წიგნზე 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. აქცია მოქმედებს როგორც მაღაზიებში, ისე ვებგვერდზე.

გარდა ამისა, წიგნის მაღაზიათა ქსელისა და მკითხველის მრავალწლიანი მეგობრობის აღსანიშნავად, თბილისის რამდენიმე ფილიალში, ბათუმსა და ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

„ბიბლუსი“ უკვე 14 წელია ემსახურება მსოფლიოში საუკეთესო საქმეს - წიგნის პოპულარიზაციასა და მასზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ჩვენ აქტიურად ვვითარდებით როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, რაც განსაკუთრებით ახალი თაობისთვის უმნიშვნელოვანესია. დღეისთვის საქართველოს რეგიონების უმეტესობა უკვე ათვისებული გვაქვს, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენი და მკითხველის მრავალწლიანი მეგობრობის აღსანიშნავად კი 150 ყველაზე პოპულარულ წიგნზე ყველა ფილიალში ფასდაკლება დაგხვდებათ,“ - აღნიშნა „ბიბლუსის“ წარმომადგენელმა.

წიგნის მაღაზიათა ქსელი 2008 წელს დაარსდა. ერთი პატარა მაღაზიით დაწყებული ბიზნესი კი წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცა, რომელიც ათობით ჟანრის ათასობით წიგნს აერთიანებს.

„ბიბლუსი“ არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი მიზანი აერთიანებს – გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.

ვებგვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ