ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ გვქონდა და ალბათ, მომავალშიც გვექნება მცდელობა, რომ ნარატივი, რაც უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მოდის, შეიცვალოს

ჩვენ გვქონდა და ალბათ, მომავალშიც გვექნება მცდელობა, რომ ნარატივი, რაც უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მოდის, შეიცვალოს , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

წამყვანმა ირაკლი ქადაგიშვილს დაუსვა კითხვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის წერილში აქცენტირებულად არის ნათქვამი, მოწოდებაა გაკეთებული საქართველოს ხელისუფლების მიმართ, მხარდაჭერა გამოხატოს უკრაინის მიმართ და ფიქრობთ, რომ ეს ურთიერთობები რადიკალურად გადასახედია? რაზეც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ უნდა დამთავრდეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული ისეთი განცხადებები, რომელიც საქართველო-უკრაინის ურთიერთობას აუარესებს.

„ჩვენ გვქონდა და ალბათ მომავალშიც გვექნება მცდელობა, რომ ის ნარატივი, რაც უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მოდის, შეიცვალოს, რომ დამთავრდეს ასეთი განცხადებები. მე ხალხს და სახელმწიფოებს შორის არ ვამბობ, პოლიტიკურ ქმედებებზე მაქვს ლაპარაკი, ტორპედირებას ნუ გააკეთებენ. არესტოვიჩს ვგულისხმობ, პოდოლიაკს ვგულისხმობ, არახამიას ვგულისხმობ, უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს ვგულისხმობ, იმ ადამიანებს, ვინც წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ომში უკრაინის პოზიციას გამოხატავს.

ეს ადამიანები არიან, ვინც მათ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ახმოვანებენ, ომის და პოლიტიკის დღევანდელ ვითარებას. ესენი არ არიან რაღა უბრალოდ მრჩევლები, რომელთაც არაფერი მოეკითხებათ. რუსეთის ფედერაციასთან როცა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ეს ადამიანები იქ იყვნენ წამყვანი ფიგურები“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს წერილი გამოუგზავნა.

წერილში ენტონი ბლინკენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე.

„აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, როდესაც მთელი მსოფლიო ეხმაურება რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე", - ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის წერილში, რომელიც მან 22 აპრილს საქართველოს ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გაუგზავნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა