თამარ კორძაია უმრავლესობას - ის სუსტი სისტემა, რომელიც თქვენამდე არსებობდა, ბოლომდე გაანადგურეთ და ერთი ადამიანის ნებას დაუმორჩილეთ

ის სუსტი სისტემა, რომელიც თქვენამდე არსებობდა, ბოლომდე გაანადგურეთ და ერთი ადამიანის ნებას დაუმორჩილეთ! - ამ განცხადებით “ქართულ ოცნებას“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა.

მან დეპუტატებს ენტონი ბლინკენის სიტყვები შეახსენა, რომლის მიხედვით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს სამხედრო დანაშაულებებზე.

“2012 წელს “ქართული ოცნების“ ლოზუნგი იყო, რომ სისტემა უნდა დაინგრეს. თქვენ სახელმწიფოებრივი სისტემა დაანგრიეთ. ანგრევთ ყველა ინსტიტუციას, რომელიც კი არსებობს ამ ქვეყანაში, მათ შორის, სასამართლო არის ნომერ პირველი და დღეს ამ ინსტიტუციის განადგურებაში კიდევ ერთი წვლილი შეიტანა კობახიძემ, რადგან იმ მოსამართლეებს მიმართა, რომლებიც შესაძლოა, ბოლომდე არ იყვნენ დამორჩილებულები“, - მიმართა სახელისუფლებო გუნდს თამარ კორძაიამ.

კორძაიას შეფასებით, კობახიძემ საბოტაჟისკენ მოუწოდა მოსამართლეებს, რომლებიც აშშ-ში პარტნიორი სახელმწიფოს პროგრამით უნდა წავიდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა