ალუდა ღუდუშაური - გუშინ პოლონეთი იყო, გუშინწინ კანარის კუნძულები - ზაფხულში ალბათ, გერმანიაში იგრძნობს თავს კომფორტულად სააკაშვილი, ზამთრის სეზონზე - დუბაიში

დღეს გერმანია, გუშინ პოლონეთი იყო, გუშინწინ კანარის კუნძულები და ა.შ. როგორც ჩანს, მათი გემოვნება იცვლება სეზონიდან გამომდინარე - ზაფხულში ალბათ, გერმანიაში იგრძნობს თავს კომფორტულად სააკაშვილი, ზამთრის სეზონზე - დუბაიში ან სხვაგან,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის გერმანიაში გადაყვანის მოთხოვნას.

ღუდუშაურის თქმით, ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს და ექიმების რჩევას.

„ახლა ზაფხული მოდის და ალბათ, გერმანიაში უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს მსჯავრდებული სააკაშვილი მათი განცხადებით, ზამთრის სეზონზე - ალბათ, დუბაიში ან სხვაგან. ეს წარმოუდგენელია. საქართველოს აქვს კონსტიტუცია, კანონმდებლობა და ყველანი ვალდებულნი ვართ დავემორჩილოთ ამ კანონებს. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაცია არის გამორიცხული. ამ თემაზე, მე ვფიქრობ, არის წერტილი და ამ წერტილის იქით სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ დაემორჩილო კანონს და ექიმების რჩევას,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა