ირაკლი კობახიძე - იან კელი და დევიდ კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ლობისტები არიან

იან კელი და დევიდ კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ლობისტები არიან, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იან კელისა და დევიდ კრამერის სტატიას სახელწოდებით „პუტინი უკრაინაში მარცხდება, მაგრამ საქართველოში იმარჯვებს“.

როგორც კობახიძე განმარტავს, იან კელის მორალური უფლება არ აქვს „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს.

„ მე მგონი, კელი და კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ დიდი ხანია, რაც ლობისტები არიან. მინდა იან კელის ერთი რამ შევახსენო, მისი პოზიციაც ძალიან პრობლემური იყო თავის დროზე „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, მისმა პოზიციამაც გაუადვილა ნიკა გვარამიას 7 მლნ-ით გაეძარცვა „რუსთავი 2“ . ეს ძალიან სამწუხაროა. იან კელის არავითარი მორალური უფლება არ აქვს, მითუმეტეს გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს, ამ პიროვნული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით აქვს“,-აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, „პუტინი უკრაინაში მარცხდება, მაგრამ საქართველოში იმარჯვებს“ - ამ სათაურით ამერიკულ საინფორმაციო ვებგვერდ The Bulwark-ზე აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ერთობლივი პუბლიკაცია გამოაქვეყნეს.

სტატიაში საუბარია საქართველოს არასწორი მიმართულებით წასვლაზე და ხაზგასმულია, რომ განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის შემდეგ, საქართველოს მმართველობა სულ უფრო ემსგავსება რუსულ მოდელს, სრული ერთპარტიული მმართველობითა და ოპოზიციის დევნით. ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო შემაშფოთებელი ნაბიჯი საქართველოს ავტორიტარიზმისაკენ მიმავალ გზაზე გასულ კვირას მოხდა, როდესაც მოსამართლემ წამყვანი ოპოზიციური ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, სამ წელზე მეტი ხნით ციხეში გაუშვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება