ბექა დავითულიანი - თუ ოპოზიცია ამბობს, რომ აშშ-ს საელჩომ კონკრეტული გადაწყვეტილების გამო მოსამართლე ვიზიტორების სიიდან ამორიცხა, ეს ნიშნავს, რომ ზეწოლა მოუხდენია - მე არ მჯერა, რომ ასეთი რამ რეალურია

თუ ოპოზიცია ამბობს, რომ ამერიკის საელჩომ ამორიცხა კონკრეტული გადაწყვეტილების გამო მოსამართლე ვიზიტორების სიიდან, ეს ნიშნავს, რომ ზეწოლა მოუხდენია - მე არ მჯერა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეზე ზეწოლა კანონით არის აკრძალული და ოპოზიცია საელჩოს ბრალს სდებს მის დარღვევაში.

„მოსამართლე როცა კონკრეტულ საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას, ის დამოუკიდებელი უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრისგან და დამოკიდებული უნდა იყოს მხოლოდ კანონზე და შინაგან ხმაზე, რომ გამოიტანს დასკვნას, რასაც სინდისი კარნახობს კანონთან ერთად. თუ ოპოზიცია ამბობს, რომ ამერიკის საელჩომ ამორიცხა კონკრეტულო გადაწყვეტილების გამო მოსამართლე ვიზიტორების სიიდან, ეს ნიშნავს, რომ ზეწოლა მიუხდენია და მე არ მჯერა, რომ ასეთი რამ რეალურია. კანონით არის აკრძალული ზეწოლა მოსამართლეზე გადაწყვეტილების მიღებისას, ესე იგი, ოპოზიცია ბრალს სდებს ამერიკის საელჩოს, რომ მან დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსი, ამიტომ უხერხულობას ქმნის ეს ოპოზიციის მხრიდან", - განაცხადა დავითულიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა