მამუკა მდინარაძე - აშშ-ის საელჩოს განცხადებამ  წერტილი დაუსვა ორდღიან მავნებლურ კამპანიას - რასაც ამბობდა ირაკლი კობახიძე, ზუსტად იგივე განცხადება გააკეთა საელჩომ

საელჩოს განცხადებამ წერტილი დაუსვა ორდღიან მავნებლურ კამპანიას - რასაც ამბობდა ირაკლი კობახიძე, ზუსტად იგივე განცხადება გააკეთა საელჩომ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ საელჩოს დისკრიმინაცია და დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება დააბრალა.

"საელჩოს განცხადებამ წერტილი დაუსვა იმ ორდღიან მავნებლურ კამპანიას, რომელიც წამოიწყეს ვითომდა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, ამის გავლით სასამართლოს წინააღმდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საელჩოს დააბრალეს დისკრიმინაცია, სისხლის სასამართლოს დანაშაულის ნიშნების მოქმედებაც კი და ამას აკეთებდნენ ისეთი თავდაჯერებით არა მარტო პოლიტიკოსები, თავიანთი მედიასაშუალებებიც კი, რომ წარმოუდგენელ ამბავთან გვქონდა საქმე, საელჩოს განცხადებამ ამას წერტილი დაუსვა.

გუშინ რასაც ამბობდა ირაკლი კობახიძე, რომ ნებისმიერ დროს, ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, "ნაცმოძრაობის დროსაც" კი, საელჩო გარკვეული პოლიტიკური კონტექსტიდან დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებას დახმარებოდა სასამართლოს და მის განვითარებაზე ეზრუნა, იმას აკეთებს დღესაც და ეს გაგრძელდება იმის მიუხედავად, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ზუსტად იგივე განცხადება გააკეთა საელჩომ", - განაცხადა მდინარაძემ.

აშშ-ს საელჩომ საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

“30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა