ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელწიფო საბჭოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ლი კეციანის თქმით, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა დადებითია და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით სტაბილურად ვითარდება.

„ჩინეთის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მთავრობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ წარმატებებს.

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების დინამიკა დადებითია. ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით სტაბილურად ვითარდება. ჩემი სურვილია თქვენთან თანამშრომლობის გაღრმავება „სარტყლისა და გზის“ ერთობლივი მშენებლობის ფარგლებში, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს ურთიერთობებს და მეგობრობას ჩინეთსა და საქართველოს შორის და მომავალში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და ერებს“, - აღნიშნავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელწიფო საბჭოს პრემიერი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა