რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტის გაუქმებას იწყებს

რუსეთ-აფხაზეთს შორის ე.წ. საზღვრის გაუქმებას არავინ აპირებს და არავინ აუქმებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას, - „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა.

კონსტანტინ ზატულინი ამით მისი კომიტეტის სხდომას გამოეხმაურა, რომელიც 25 მაისს გაიმართა.

ამის დასტურად, ზატულინმა მოიყვანა რუსეთ-ბელარუსს შორის საზღვარი, რომელზეც არავითარი საკონტროლო-გამშვები პუნქტი არ არსებობს და ელემენტარული შერჩევითი შემოწმებები არ მოითხოვს რაიმე სახის ხანგრძლივი დროით შენობა-ნაგებობების შექმნას.

„საუბარი უნდა მიდიოდეს არსებითად გაცილებით მნიშვნელოვან ნაბიჯზე. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტი მოიხსნას. ეს, ალბათ, უცბად ვერ გაკეთდება, მაგრამ ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ეს ჩადებულია იმ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი 2014 წელს მოვაწერეთ და რომლის თანახმადაც, ორი წლის განმავლობაში უნდა გამარტივდეს რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთის პროცედურები“, - განაცხადა ზატულინმა.

მისი განცხადებით, ამ სხდომაზე გაირკვა, რომ რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოები გეგმავენ ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტების ნაკადის გაზრდას ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო.

ზატულის ინფორმაციითვე, ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტრო აპირებს 5 მილიარდამდე რუბლის ჩადებას ოკუპირებულ აფხაზეთთან საკონტროლო გამშვები პუნქტის გადასაიარაღებლად, რაც, მისი თქმით, დიდ დროს მოითხოვს, საიდანაც წელიწადნახევარი პროექტის შედგენას, ნახევარი წელი კი მშენებლობის დაწყებას. მანამდე, წინა დღით, რუსეთის ერთ-ერთ სახელმწიფო ტელევიზიაში სტუმრობის დროს ზატულინმა განაცხადა, რომ ვინაიდან რუს ტურისტებს წელს წასასვლელი არსად აქვთ, მათ შორის, ვერც ოკუპირებულ ყირიმში, მათი უზარმაზარი ტალღა აფხაზეთს და სოჭს მიაწყდება.

რაც შეეხება საკონტროლო გამშვებ პუნქტს, ზატულინი აცხადებდა, რომ ასეთი საკონტროლო გამშვები პუნქტის სერიოზული ინფრასტრუქტურა უნდა განთავსდეს იქ, „სადაც პრობლემები არსებობს და რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის უღიარებლობასთან“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა