არჩილ თალაკვაძე - იმედი მაქვს, ევროპა და ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს - საქართველო ამას ყველა კრიტერიუმით იმსახურებს

იმედი მაქვს, რომ ევროპა და ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ვინაიდან, ობიექტურად, საქართველო ყველა კრიტერიუმით ამას იმსახურებს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, რისთვისაც ხელისუფლებამ ბევრი ფუნდამენტური რეფორმა გაატარა.

“ყველა ჩვენს თანამოქალაქეს და თანამემამულეებს საზღვარგარეთ ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ეს არის დღე, როდესაც ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი, ასევე ყველა მოქალაქე ერთიანდება საქართველოს მომავლისთვის. საქართველოს აქვს ევროპული მომავალი. ჩვენი წინაპრებიც აკეთებდნენ და ჩვენც ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს და ჩვენს ქვეყანაში თავისუფლება, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, თითოეული მოქალაქის უფლებები იყოს დაცული ისე, როგორც ევროპაში. ამისათვის ჩვენ ძალიან ბევრი ფუნდამენტური რეფორმა გავატარეთ. მადლობას ვუხდი ჩვენს საზოგადოებას იმისთვის, რომ ყოველთვის მხარს გვიჭერდნენ ევროპულ რეფორმებში. იმედი მაქვს, რომ ევროპა და ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ვინაიდან ობიექტურად საქართველო ყველა კრიტერიუმით ამას იმსახურებს”,- განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა