ნინო ბურჯანაძე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“, - მერაბ კოსტავას ეს სიტყვები დღეს ყველაზე დროულია, როგორც არასდროს სწორედ დღეს გვჭირდება ამის შეხსენება! - ასე ეხმაურება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს „ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

მისივე თქმით, 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.

„რა არის დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ყველაზე კარგად, წესით ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს! დამოუკიდებლობის და თავისუფლების ფასი ჩვენმა წინაპრებმა გადაიხადეს და აქამდე მოგვიტანეს.

სამწუხაროა, რომ დღეს სევდიანი შევყურებთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს. გაგლეჯილი და მიტაცებული ტერიტორიები, დაღარიბებული საქართველო, შუაში გახლეჩილი ქართველი ხალხი, ვერ იზეიმებს ისეთ დამოუკიდებლობას, როგორზეც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ.

მიუხედავად ამისა, ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს იმ იმედით, რომ ყველა მომავალი 26 მაისი იქნება მშვიდობიანი, ერთიანი, წარმატებული და განვითარებული, სადაც ყველა მოქალაქე თავს იგრძნობს, ღირსეული ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ და რაც უმნიშვნელოვანესია, მომავალში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ჰიმნი აჟღერდება სოხუმსა და ცხინვალში!", - აცხადებს ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის