სააპელაციო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარე შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.

პროცესს ესწრება სამივე მსჯავრდებული.

როგორც ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოლომდე გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ვერ გაბედა.

"მოლოდინი არის მხოლოდ ერთი- გამამართლებელი განაჩენი. პირველი ინსტანციის სასამართლოს არ ეყო გამბედაობა, ბოლომდე გამამართლებელი გადაწყვეტილება დაეყენებინა, შუალედური გადაწყვეტილებით შემოიფარგლა,თქვა რომ არ არიან ფულის "გამთეთრებლები", მაგრამ არიან თაღლითები და ვანთავისუფლებ სასჯელისგან ხანდაზმულობითო, თუმცა, ეს არ არის ის სტანდარტი, რაც ამ საქმეზე საკმარისია",- განაცხადა წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა