საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრემიერს 7-პუნქტიან გეგმას გადასცემს, რაც ქვეყანისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვისაა აუცილებელი

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრემიერ- მინისტრს იმ ნაბიჯების ნუსხას გადასცემს, რომელიც მათი განცხადებით, აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაბრკოლება არ შეექმნას.

აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტში ბრიფინგი ოპოზიციის ნაწილმა გამართა, რომლებმაც 7 კონკრეტული საკითხი დაასახელეს.

„საქართველომ გააკეთა ევროპული არჩევანი საკუთარ ისტორიულ ღირებულებებზე დაყრდნობით. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ახლოს ვართ ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე. რამდენიმე კვირა დარჩა, ვიდრე გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის მინიჭება/არმინიჭების შესახებ.

მსგავსი უნიკალური შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია კიდევ ათწლეულები გადავადდება. სწორედ ახლა, ამ უახლოეს კვირებში უნდა ვაჩვენოთ ევროკავშირს, რომ საქართველო მზად არის გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად ევროპასთან დასაახლოებლად, ძირეული რეფორმების განსახორციელებლად და ამ გზაზე სიარულს ქვეყანა იწყებს შემდეგი ნაბიჯების გადადგმით: ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში; საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება მე-2 და მე-3 მოსმენებით; შეწყდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე - დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებზე და ელჩებზე თავდასხმა; უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, სადაც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები უკრაინაში; მთავრობის მიერ მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას; ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა; მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულებაც მკურნალობა/რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნება” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ამავე ბრიფინგზე განაცხადა, პრემიერს ბრიუსელში ყოფნისას დაუდეს საკითხების სია, რაც მოსაგვარებელია და ეს ბარიერები უნდა მოიხსნას.

ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ხატია დეკანოიძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯების გადადგმას ელის არამხოლოდ საქართველოს საზოგადოება, არამედ ამას ელოდებიან ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა