დავით ბერძენიშვილი - ღარიბაშვილი აღიარებითი ჩვენებების დიდოსტატია - ან ტყუის ან აღიარებით ჩვენებას იძლევა

ღარიბაშვილი აღიარებითი ჩვენებების დიდოსტატია, ან ტყუის ან აღიარებით ჩვენებას იძლევა, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც პრემიერი ამბობს, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად ჩამოვიდა და ამის შესახებ ღარიბაშვილს ინფორმაცია აქვს, მაშინ ეს ინფორმაცია რუსული სპეცსამსახურების მოწოდებული უნდა იყოს.

„ინტელექტის პრობლემაა, ზრდილობის პრობლემაცაა. თუ ნოემბერში და დეკემბერში იგეგმებოდა ომის დაწყება, სააკაშვილს აქ მეორე ფრონტი თუ უნდა გაეხსნა, ეს თუ იცოდა ღარიბაშვილმა, საიდან იცოდა? ვისგან იცოდა? რუსებისგან? აბა ვისგან უნდა სცოდნოდა? ეს ტყუილია და თუ ტყუილი არ არის, მაშინ ღარიბაშვილი ყოფილა რუსეთის აგენტი. მე მგონი, უფრო ტყუილია იმიტომ, რომ რაღაცას ყური ხომ უნდა მოაბან.

უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, პარლამენტის წევრს, აი, ასე ეძველბიჭება, ცუდია ეს, ეს სისუსტის ნიშანია, კომპლექსების ბუკეტია“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილი ასევე გამოეხმაურა ღარიბაშვილის განცხადებას, რომ არა „ქართული ოცნება“, საქართველოში დღეს მეორე მარიუპოლი იქნებოდა. ბერძენიშვილმა პრემიერის ამ პოზიციას „არაკვალიფიციური ადამიანის ნათქვამი“ უწოდა.

„რას ნიშნავს, თქვენ რომ ხელისუფლებაში იყოთ, აქ მეორე მარიუპოლი იქნებოდა? ვინ მოახდენდა, რუსეთი ხომ? ანუ რუსეთი მას მიაჩნია ისეთ საშინელ ურჩხულად, რომ ჩვენ ახლა გასუსული რომ არ ვიყოთ, ერთი დიდგორი რომ გადაცემული გვქონდეს, აქ მარიუპოლი გვექნებოდა. როცა ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს ღარიბაშვილი, მისივე პოზიციის საწინააღმდეგოა, ეს არაკვალიფიციური ადამიანის ნათქვამია“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერებიდან „ოცნების“ პირველ ყრილობას არცერთი არ ესწრებოდა, რადგან ისინი „ვინც მოვიდა გაუმარჯოს გოგო-ბიჭები“ არიან.

“ოცნების“ პირველ ყრილობაზე რომელიმე მათგანი დელეგატად თუ მაინც იყო, ან მდინარაძე, ან კობახიძე. არცერთი არ ყოფილა. ესენი არიან „ვინც მოვიდა გაუმარჯოს გოგო-ბიჭები“. როდესაც 26 მაისს გამოჩნდნენ, გავხედე და ვთქვი, „ჩვეულებრივი მედროვეები, სხვა ხალხის ისმის იქ ჟრიამული-მეთქი“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა