გუბერნატორის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკში უკან დაიხიეს

რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ „ტელეგრამში“ განაცხადა.

„თუმცა, ისინი არ წყვეტენ მცდელობებს, ჩვენი ჯარების ზურგის მხარეს მიაღწიონ და ლუგანსკის ოლქის ლოჯისტიკა მოშალონ. მტერმა სევეროდონეცკი რამდენჯერმე დაბომბა, ძალიან ძლიერად, ზოგან ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. დაზიანდა 14 მაღალსართულიანი კორპუსი. ასევე სერიოზულად დაიბომბა სოფელი სინეცკი“, - აღნიშნა გაიდაიმ.

მისი თქმით, ნგრევა დაფიქსირდა ლუგანსკის ოლქის სხვა ქალაქებშიც: გორსკში, ზოლოტესა და ლისიჩანსკში და ასევე სოფლებში : ვრუბოვკასა და ორეხოვოში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება