გუბერნატორი - ლუგანსკის ოლქში 10 000-მდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰი გაიდაის განცხადებით, ოლქში 10 000-მდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება.

„ეს ის ნაწილებია, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან ლუგანსკის ოლქში, რომლებიც ცდილობენ თავდასხმას და წარმატების მიღწევას ნებისმიერი მიმართულებით, სადაც კი შესაძლებლობა ექნებათ,“ - აღნიშნა გაიდაიმ.

გუბერნატორის ინფორმაციით, რუსული ძალები არ წყვეტენ მცდელობებს, უკრაინის ჯარების ზურგის მხარეს მიაღწიონ და ლუგანსკის ოლქის ლოჯისტიკა მოშალონ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება