ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში საშუალო და მცირე რანგის ოფიცრებს შორის დიდი დანაკარგი განიცადა

რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ომში საშუალო და მცირე რანგის ოფიცრებს შორის დიდი დანაკარგი განიცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ დიდი რაოდენობით ახალგაზრდა თაობის ოფიცრების დაკარგვამ შესაძლოა დაამძიმოს პრობლემები მართვისა და კონტროლისადმი მიდგომის მოდერნიზებასთან დაკავშირებით.

„უკრაინაში რუსეთის ძალებს შორის ლოკალიზებული ამბოხების შესახებ მრავალი სანდო ცნობის გათვალისწინებით, გამოცდილი და სანდო ოცეულის და ასეულის მეთაურების ნაკლებობა, სავარაუდოდ, გამოიწვევს საბრძოლო სულისკვეთების შემდგომ დაქვეითებას და დისციპლინის გაუარესებას“,- ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება