„ბორჯომის“ ორივე ქარხნის 400 დასაქმებული დღეს დილიდან გაიფიცა

ბორჯომის ორივე ქარხანა გაჩერებულია, დილის 6 საათიდან დასაქმებულთა სრულმასშტაბიანი გაფიცვა განხორციელდა - გაფიცულია 400 ადამიანი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირების თავმჯდომარე გიორგი დიასამიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დასაქმებულების გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

„დილის 06:00 საათიდან განხორციელდა სრულმასშტაბიანი გაფიცვა ბორჯომის პირველ და ასევე, მეორე ქარხანაში. ორივე ქარხანა არის გაჩერებული, არ ფუნქციონირებს იმიტომ, რომ დასაქმებულები არიან გაფიცულები. ჩვენი მოთხოვნებია - უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება, ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება, ვადიანი ხელშეკრულებების უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა. დაახლოებით, 400 ადამიანია გაფიცული. ორივე ქარხანა გაჩერებულია. სამედიაციო პროცესი წარუმატებლად დასრულდა, ჩვენ დავიცავით კანონმდებლობა, ჩვენ წარმოგვეშვა კანონიერად გაფიცვის უფლება და გავიფიცეთ იმ დრომდე, სანამ დასაქმებულთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს