ნონა მამულაშვილი კითხვაზე, პარტიის თავმჯდომარის ხელახლა არჩევის შემთხვევაში დაუჭერდა თუ არა ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს - ბევრად უფრო აქტიურ თავმჯდომარეს ვისურვებდი

ვფიქრობ, ბევრად უფრო აქტიურ პარტიის თავმჯდომარეს ვისურვებდი, - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ წამყვანის კითხვას, პარტიის თავმჯდომარის ხელახლა არჩევის შემთხვევაში დაუჭერდა თუ არა ნიკა მელიას კანდიდატურას მხარს.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია საერთაშორისო ასპარეზზე ბევრად უფრო აქტიური იყოს.

ამასთან, ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგია სუსტია და მოსახლეობის გაწბილებას იწვევს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია ბევრად უფრო აქტიურები ვიყოთ და საერთაშორისო ასპარეზზე დავაფიქსიროთ პოზიცია. ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ადგილობრივად ვერ ვახერხებთ ხალხის მობილიზებას. თანმიმდევრულობის პრობლემა გვაქვს და ძალიან ხშირად ვცვლით სტრატეგიას იმის ნაცვლად, რომ ტაქტიკური სვლები ვცვალოთ. ვფიქრობ, ჩვენი ბრძოლის სტრატეგია არის სუსტი და მოსახლეობაშიც არსებობს გაწბილება“, - აღნიშნა ნონა მამულაშვილმა.

მამულაშვილის აზრით, ბრძოლის სტრატეგიის შეცვლაში შესაძლოა ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლა, ევროკავშირში სისტემატიური წარმომადგენლის ყოლა ან ახალი სახეები იგულისხმებოდეს.

„იმისათვის, რომ ბრძოლაში მოვიგოთ, სხვადასხვა ფაქტორების კომბინაციაა საჭირო, ჩემი პირადი აზრით, ამაში იგულისხმება მთლიანი ოპოზიციის გამოსვლა პარლამენტიდან, რაც იქნებოდა დემარში და ჟესტი, რომელიც დისკომფორტს მიაყენებდა „ქართულ ოცნებას“. არ არის საკმარისი წელიწადში ერთხელ ჩავიდეთ ვაშინგტონში ან ბრიუსელში, იქ სისტემატიურად უნდა იყოს ჩვენი წარმომადგენელი და ელაპარაკებოდეს იმაზე თუ რა ხდება საქართველოში. ასევე საჭიროა მუშაობა მოსახლეობასთან, რომელსაც მხოლოდ მაშინ ველაპარაკებით, როდესაც არჩევნები მოდის. ვფიქრობ, ახალი სისხლი და აზროვნება არის საჭირო, როდესაც სტაგნაცია მიმდინარეობს, ახალი ხალხი არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ნონა მამულაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი