უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში ორი რუსული სადესანტო კატერი ჩაძირეს

უკრაინელი სამხედროები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ბრძოლების შედეგად, თავს დაესხნენ მტრის სამ საველე საბრძოლო საცავს და ორი ჩქაროსნული სადესანტო კატერი ჩაძირეს, - ამის შესახებ უკრაინის ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ.

მათივე ცნობით, რუსი სამხედროები კატაებს დნეპერ-ბუგის შესართავში მალავდნენ და ისინი დივერსიული და სადაზვერვო მოქმედებების შესასრულებლად მზადყოფნაში იყვნენ.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ერთი საზენიტო და ერთი თვითმავალი საარტილერიო მოწყობილობა, 4 ტანკი, 4 ერთეული ბრონირებული და საავტომობილო ტექნიკა და 3 უპილოტო საფრენი აპარატი.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება