ოლენა ზელენსკა - რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა თავისუფლების დათმობა იქნება

რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა იქნება თავისუფლების დათმობა და არ დაასრულებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შემოჭრას, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა.

„უკრაინელები ვერ იღებენ იმ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ხანდახან ვისმენთ ქვეყნების ლიდერებისგან - ზოგიერთ შემთხვევაში დიდი და გავლენიანი ქვეყნების ლიდერებისგან. შეუძლებელია, უბრალოდ დათმო ტერიტორიის ნაწილები,“- აღნიშნა ზელენსკამ ABC News-თან ინტერვიუში.

მან გაიმეორა ქმრის პოზიცია, რომ დონბასის რეგიონი - სადაც რუსეთი კონცენტრირებულია შეტევაზე - ისევ უკრაინული იქნება.

„მაშინაც კი, თუ ჩვენ დავთმობთ ტერიტორიებს, აგრესორი ამით არ გაჩერდება, ის გააგრძელებს ზეწოლას, ის გააგრძელებს უფრო და უფრო მეტი თავდასხმის განხორციელებას ჩვენს ტერიტორიაზე“, - დასძინა ზელენსკამ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეებში კიევისა და ცენტრალური უკრაინის სხვა რეგიონების აღება ვერ შეძლო, დონბასი პუტინის სამხედრო ამბიციების ცენტრი გახდა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება