USAID-სა და Mastercard-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებაა

Mastercard-სა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც, ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დაჩქარებაა.

Mastercard-მა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ციფრული პარტნიორობის პროგრამა წამოიწყო. აღნიშნული ინიციატიცა, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების გაციფრულების პროცესს და მათთვის აფართოვებს ელექტრონული კომერციის შესაძლებლობებს. ასევე, ეს პროგრამა, ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, მოიცავს მონაცემთა ანალიტიკის გამოყენებას და დამატებით, ავითარებს არსებულ ეკოსისტემას - უკეთესი ფინტექ გადაწყვეტილების მისაღებად.

USAID-ის დირექტორი, პიტერ ვიბლერი - „Mastercard-თან თანამშრომლობით ჩვენ ერთობლივად დავეხმარებით ქვეყანას გაძლიერდეს ციფრული ეკონომიკის მიმართულებით და გახდეს გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის ინდუსტრიის სფეროში. მოუთმენლად ველოდებით Mastercard-თან პარტნიორობის გააქტიურებას, რათა გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრონლობა კერძო სექტორის პარტნიორებთან და შედეგად, გავზარდოთ ტურიზმის ინდუსტრია, დავეხმაროთ ბიზნესებს გაფართოებაში და მთელი ქვეყნის მასშტაბით შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები“.

იასემინ ბედირი, Mastercard-ის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - „სიამაყით ვაცხადებ, რომ უკვე 22 წელზე მეტია, Mastercard საქართველოში ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ დავნერგეთ ინოვაციური გადახდის მრავალი მეთოდი და ვითანამშრომლეთ გადახდის ინდუსტრიის მთავარ მოთამაშეებთან. ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე, ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ მხარეებთან. მართლაც, განვითარებად ქვეყნებს შორის, საქართველო ის ბაზარია, სადაც უნაღდო გადახდების რაოდენობა სწრაფად მზარდია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ნამდვილად ციფრული ეკონომიკის გზაზე დგას.“

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება