დავით ჭიჭინაძე - კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცენ, ნაკლებად მჯერა იმის, რომ ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე შეიცვლებიან

კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცენ, ძალიან ნაკლებად მჯერა იმის, რომ ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე შეიცვლებიან, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერს მომავალი ისე მოუკლეს, ერთადერთ პერსპექტივად „მხოლოდ სხვა ქვეყნებში დღეში 20 ევროდ შავ მუშად გაქცევა დაუტოვეს“.

„კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცენ, ძალიან ნაკლებად მჯერა იმის, რომ ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე შეიცვლებიან. თანაც ისე, რომ უცებ სხვა ეკონომიკურ მოდელს შემოგვთავაზებენ, აღარც ბიუჯეტის ძარცვა იქნება და ქვეყანაში ცხოვრების დონე მოიმატებს. რადგან, საუბარია იმ ხელისუფლებაზე, რომელმაც დაპირებები შეასრულა კი არა, ისიც კი გვითხრეს მე თქვენ საერთოდ არაფერს დაგპირებივართ, მოგეჩვენათო. ერს, რომელსაც თავისი წარსულის, კულტურით სიამაყის ამბიცია აქვს, მომავალი ისე მოუკლეს, ერთადერთ პერსპექტივად მხოლოდ სხვა ქვეყნებში, დღეში 20 ევროდ შავ მუშად გაქცევა დაუტოვეს”,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა