შვედეთის ელჩი - პოლიტიკური განხეთქილება თავად საქართველოსთვის არ არის კარგი

პოლიტიკური განხეთქილება არ არის კარგი თავად საქართველოსთვის, - ამის შესახებ შვედეთის ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებას შეუძლია საქართველო დაუცველი გახადოს, ენერგია გამოაცალოს და ყურადღება გადაატანინოს რეფორმის პროცესებიდან.

„საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას ორი მიმართულებით ვხედავ. ერთი მხრივ, გაზრდილია უსაფრთხოების რისკები მთლიანად ევროპისთვის. მეორე მხრივ, არსებობს შესაძლებლობა, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია და გადადგას შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით. მე მჯერა, რომ ორივე ამ მიზეზის გამო, უფრო ძლიერი ეროვნული ერთობა საქართველოს საუკეთესო ინტერესებში იქნება. ეს არის გაერთიანების მომენტი“, -განაცხადა შვედეთის ელჩმა.

ულრიკ თიდესტრომის თქმით, საქართველოში სასამართლოს სისტემა რეფორმას საჭიროებს და მეტის გაკეთება შეიძლება ნდობის გასაზრდელად.

„რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ჩემი აზრით, საქართველოში საკმაოდ ფართო შეთანხმებაა, რომ მეტის გაკეთება შეიძლება სასამართლო სისტემის რეფორმებისა და ნდობის გასაზრდელად. ამისთვის კარგი საგზაო რუკებია (მიმართულებებია) ასოცირების შეთანხმებასა და ასოცირების დღის წესრიგში, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებასა და ვენეციის კომისიის და ეუთოს რეკომენდაციებში. მე მხოლოდ მივესალმები რეფორმების გაგრძელებას.

რაც შეეხება, კონკრეტულ სამართლებრივ საქმეებს ჩვენ მათ ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ ვითვალისწინებთ, მაგალითად, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაკეთებულ შეფასებას. ბუნებრივია, ჩვენი მოლოდინი საქართველოს ხელისუფლებისგან არის თითოეული მოქალაქისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და ყველა პატიმრის უფლებების სრულად დაცვა“, -განაცხადა შვედეთის ელჩმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ:

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს